https://sputnik-georgia.com/20251002/radikalebs-universitetebis-da-anticinuri-kampaniis-mesveobit-afinanseben-mdinaraze-295188423.html
რადიკალებს უნივერსიტეტების და „ანტიჩინური“ კამპანიის მეშვეობით აფინანსებენ - მდინარაძე
რადიკალებს უნივერსიტეტების და „ანტიჩინური“ კამპანიის მეშვეობით აფინანსებენ - მდინარაძე
Sputnik საქართველო
მამუკა მდინარაძის თქმით, სქემები გაშიფრული და გარკვეულია, თუმცა ერთიანი კოორდინატორი ან მოქმედების ერთიანი კოორდინაცია ჯერჯერობით არ ვლინდება. 02.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-02T23:18+0400
2025-10-02T23:18+0400
2025-10-02T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/99/233709908_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_6ef5d6b72434417bc1793b36d15cbb02.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. რადიკალური ჯგუფების დაფინანსების დაბლოკილ არხებს სხვა მეთოდები ცვლის, მათ შორის უნივერსიტეტების მეშვეობით, რითაც მასშტაბური სქემა იქმნება, განაცხადა სუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ.სექტემბერში ტელეკომპანია „იმედმა“ მოამზადა რეპორტაჟების სერია საქართველოში საპროტესტო აქციების ორგანიზების გამოაშკარავებული სქემისა და მათი დაფინანსების დეტალების შესახებ. საუბარი იყო უნივერსიტეტების ე.წ. ხელოვნურ საპროტესტო ტალღაში ჩართვაზე. არხის ცნობით, დაფინანსების ერთ-ერთი წყარო ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორი, გიორგი ბაჩიაშვილია, რომელსაც კრიპტოვალუტის მითვისებისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული საქართველოს უნივერსიტეტის მეშვეობით მან საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად თანხები „სინათლის მოძრაობის“ დამფუძნებლის, საბა ჯაჯანიძის კომპანიას გადაურიცხა.სუსის უფროსმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს ჰქონდათ ინფორმაციის ნაწილი, მისი მოპოვების ხერხებზე საუბარი შეზღუდულია. მისი თქმით, FARA-ს კანონის ამოქმედების შემდეგ ზოგიერთი სტრუქტურები ცდილობენ ამ ქვეყანაში თავისი გავლენების გაფართოების მიზნით და მიზნების შესასრულებლად სხვა დაფინანსების გზების პოვნას.„ერთ-ერთ ასეთ გზად შეგვიძლია განვიხილოთ უკვე ჩვენ მიერ კარგად გაშიფრული, ეს ჟურნალისტებისთვის, საზოგადოებისთვისაც უკვე ცნობილი გახდა, გვერდის ავლის საშუალებად უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები, საიდანაც შემდეგ არამიზნობრივად და მოჩვენებითი მიზნობრიობით იშლება თანხები და საბოლოო ჯამში ჩვენ უმრავლეს და უხშირეს შემთხვევაში ვნახულობთ, რომ ეს თანხები მიემართება რადიკალიზმის დასაფინანსებლად“, - აღნიშნა მან.მდინარაძის თქმით, სახსრები იხარჯება ასევე ისეთი ორგანიზაციების შექმნაზე, როგორიცაა „ფრანკლინის კლუბი“, სადაც ასწავლიან, რომ მაგალითად რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანი ტერორისტი, მაგრამ სხვა ადამიანისათვის, სხვა რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თავისუფლებისთვის მებრძოლი.სუსის უფროსმა განაცხადა, რომ უწყება მუშაობს რადიკალური ჯგუფების დაფინანსების არხების გამოვლენაზე. მან აქ მოიყვანა ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა: მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი მსხვილი ქვეყნის საელჩოს ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95 - 98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს.მისი თქმით, დეკლარაციის შევსების ვალდებულების ამოქმედების შემდეგ ცხადი გახდა, რომ რესურსების ფაქტობრივი გამოყენება გაცხადებულ მიზნებს არ ემთხვევა.მდინარაძის თქმით, საქართველოში თანამედროვე რადიკალური აქტივობა სამი მიმართულებით ვითარდება:როგორც მან აღნიშნა, ეს სქემები გაშიფრულია, მაგრამ დღეს მაინცდამაინც არ იგრძნობა საერთო, ერთი კოორდინატორის ქვეშ მოქმედება და კოორდინაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/99/233709908_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_aa26720d9bde808f8e5bcd8f83fb58c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
რადიკალებს უნივერსიტეტების და „ანტიჩინური“ კამპანიის მეშვეობით აფინანსებენ - მდინარაძე
მამუკა მდინარაძის თქმით, სქემები გაშიფრული და გარკვეულია, თუმცა ერთიანი კოორდინატორი ან მოქმედების ერთიანი კოორდინაცია ჯერჯერობით არ ვლინდება.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. რადიკალური ჯგუფების დაფინანსების დაბლოკილ არხებს სხვა მეთოდები ცვლის, მათ შორის უნივერსიტეტების მეშვეობით, რითაც მასშტაბური სქემა იქმნება, განაცხადა სუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ.
სექტემბერში ტელეკომპანია „იმედმა“ მოამზადა რეპორტაჟების სერია საქართველოში საპროტესტო აქციების ორგანიზების გამოაშკარავებული სქემისა და მათი დაფინანსების დეტალების შესახებ. საუბარი იყო უნივერსიტეტების ე.წ. ხელოვნურ საპროტესტო ტალღაში ჩართვაზე. არხის ცნობით, დაფინანსების ერთ-ერთი წყარო ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორი, გიორგი ბაჩიაშვილია, რომელსაც კრიპტოვალუტის მითვისებისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული საქართველოს უნივერსიტეტის მეშვეობით მან საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად თანხები „სინათლის მოძრაობის“ დამფუძნებლის, საბა ჯაჯანიძის კომპანიას გადაურიცხა.
„დიახ, მე დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამ საქმეზე. ბევრი წახნაგოვანი მიმართულება აქვს ამ საქმეს, როგორც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნაწილში, ასევე, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული გარკვეული ქმედებების ოპერატიული კვლევის ნაწილში“, - განაცხადა მდინარაძემ „ტელეიმედის“ ეთერში.
სუსის უფროსმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს ჰქონდათ ინფორმაციის ნაწილი, მისი მოპოვების ხერხებზე საუბარი შეზღუდულია. მისი თქმით, FARA-ს კანონის ამოქმედების შემდეგ ზოგიერთი სტრუქტურები ცდილობენ ამ ქვეყანაში თავისი გავლენების გაფართოების მიზნით და მიზნების შესასრულებლად სხვა დაფინანსების გზების პოვნას.
„ერთ-ერთ ასეთ გზად შეგვიძლია განვიხილოთ უკვე ჩვენ მიერ კარგად გაშიფრული, ეს ჟურნალისტებისთვის, საზოგადოებისთვისაც უკვე ცნობილი გახდა, გვერდის ავლის საშუალებად უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები, საიდანაც შემდეგ არამიზნობრივად და მოჩვენებითი მიზნობრიობით იშლება თანხები და საბოლოო ჯამში ჩვენ უმრავლეს და უხშირეს შემთხვევაში ვნახულობთ, რომ ეს თანხები მიემართება რადიკალიზმის დასაფინანსებლად“, - აღნიშნა მან.
მდინარაძის თქმით, სახსრები იხარჯება ასევე ისეთი ორგანიზაციების შექმნაზე, როგორიცაა „ფრანკლინის კლუბი“, სადაც ასწავლიან, რომ მაგალითად რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანი ტერორისტი, მაგრამ სხვა ადამიანისათვის, სხვა რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თავისუფლებისთვის მებრძოლი.
სუსის უფროსმა განაცხადა, რომ უწყება მუშაობს რადიკალური ჯგუფების დაფინანსების არხების გამოვლენაზე. მან აქ მოიყვანა ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა: მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი მსხვილი ქვეყნის საელჩოს ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95 - 98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს.
„ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ, დავუშვათ, ებრძოლოს მათი გადმოსახედიდან... „ჩინურ საფრთხეებს“ და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, დეკლარაციის შევსების ვალდებულების ამოქმედების შემდეგ ცხადი გახდა, რომ რესურსების ფაქტობრივი გამოყენება გაცხადებულ მიზნებს არ ემთხვევა.
მდინარაძის თქმით, საქართველოში თანამედროვე რადიკალური აქტივობა სამი მიმართულებით ვითარდება:
1.
რამდენიმე ასეული ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სტრუქტურის მიერ არის ორგანიზებული;
2.
ე.წ. მებრძოლები, ყოფილი მებრძოლები, რომლებიც მიუთითებენ, აქეზებენ ამ ახალგაზრდებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ და აორგანიზებენ მათ;
3.
კონცენტრაცია იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ამის პიარულ შეფუთვას და მსგავს საკითხებს უზრუნველყოფენ.
როგორც მან აღნიშნა, ეს სქემები გაშიფრულია, მაგრამ დღეს მაინცდამაინც არ იგრძნობა საერთო, ერთი კოორდინატორის ქვეშ მოქმედება და კოორდინაცია.