ქართველი ძალოსნები ნორვეგიაში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ

© Courtesy of Georgian Weightlifting Federationგოდერძი ბერდელიძე და გიორგი ასანიძე
გოდერძი ბერდელიძე და გიორგი ასანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2025
გამოწერა
ძალოსნობის 90-ე მსოფლიო ჩემპიონატი ნორვეგიის ქალაქ ფორდეში 2-11 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ნორვეგიაში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სამი სპორტსმენი წარადგენს, განაცხადეს ფედერაციის პრესსამსახურში.
საქართველოს წარმომადგენლები ასპარეზობას 3 ოქტომბერს 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში დაიწყებენ.
პირველად ფიცარნაგზე გოდერძი ბერდელიძე (60 კგ) გამოვა. აპრილში ბერდელიძემ ევროპის ჩემპიონატზე კიშინიოვში ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა (286 კგ).
მისი გამოსვლის შემდეგ რევაზ დავითაძე (94 კგ) იასპარეზებს, ხოლო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ბაქარ თურმანიძე (+110 კგ) შეეცდება მედლისთვის ბრძოლას.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა. შეკრება ბაკურიანის ბაზაზე ჩატარდა.
ძალოსნობის 90-ე მსოფლიო ჩემპიონატი ნორვეგიის ქალაქ ფორდეში 2-დან 11 ოქტომბრამდე გაიმართება.
ეს არის პირველი ჩემპიონატი, რომელიც შეცვლილ ფორმატით ტარდება და მოიცავს ახალ წონით კატეგორიებს. სულ მედლების 16 კომპლექტი გათამაშდება - რვა კაცებში და რვა ქალებში.
ჯილდოები გათამაშდება შემდეგ წონით კატეგორიებში:
კაცები: 60, 65, 71, 79, 88, 94, 110, +110 კგ.
ქალები: 48, 53, 58, 63, 69, 77, 86, +86 კგ.
ყველა ახალი ამბავი
0