https://sputnik-georgia.com/20251002/heqsogeni-ukrainidan-da-zarebi-bombebis-sesaxeb-mamuka-mdinaraze-detalebze-saubrobs-295178040.html
ჰექსოგენი უკრაინიდან და ზარები ბომბების შესახებ - მამუკა მდინარაძე დეტალებზე საუბრობს
ჰექსოგენი უკრაინიდან და ზარები ბომბების შესახებ - მამუკა მდინარაძე დეტალებზე საუბრობს
Sputnik საქართველო
სუსის უფროსის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ სერიოზული საფრთხე აიცილა თავიდან. 02.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-02T12:05+0400
2025-10-02T12:05+0400
2025-10-02T12:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e86c9c8affcb7cfd9bd81604b1d956ca.jpg
თბილისი, 2 ოქტომმბერი — Sputnik. უკრაინიდან ჰექსოგენის შემოტანა და ზარები სასამართლოებში ბომბების შესახებ, რომლებიც ასევე დიდი ალბათობით უკრაინას უკავშირდება, - ეს ყველაფერი 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებია, განაცხადა სუსის ახალმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ „ტელეიმედის“ ეთერში.მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა Mercedes-Benz-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა. გადამოწმების შედეგად, ავტომანქანაში ნაპოვნია შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2,4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი", რომელიც, უწყების ინფორმაციით, „ტროტილზე" მეტად ძლიერმოქმედი ნივთიერებაა. საქმეზე უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს.სუსის უფროსის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ სერიოზული საფრთხე აიცილა თავიდან.ჟურნალისტის კითხვაზე, ჰექსოგენის შემოტანას წინასაარჩევნო პერიოდთან შესაძლო კავშირზე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ასევე გაიხსენა 2021 წლის არჩევნებამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, ქვეყანაში მალული ჩამოსვლა და 2016 წლის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ სერიოზული საფრთხე აიცილა თავიდან.ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს ჰექსოგენის იმპორტსა და წინასაარჩევნო პერიოდს შორის, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს სერიოზულად არ შეიძლება დამთხვევად ჩაითვალოს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ასევე გაიხსენა 2021 წლის არჩევნებამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, ქვეყანაში საიდუმლო ვიზიტი და 2016 წლის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქება.რაც შეეხება თბილისის საქალაქო და უზენაესი სასამართლოების შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ზარებს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებების დაგეგმვაც უკრაინიდან მიმდინარეობს.„მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს, საიდანაც გარკვეული დაგეგმარებაც მიმდინარეობს. გასაგებია, რომ არაეფექტიანი და არაშედეგიანი, საბედნიეროდ ამ ქვეყნისთვის, მაგრამ მაინც იქითა მხრიდან ბევრი ასეთი ცნობები მოდის... ეს არ არის შემთხვევითი. ეს კორელაციაშია, ეს ბმაშია, ეს კავშირშია“, - განაცხადა მდინარაძემ.სუსის უფროსის თქმით, ბომბის შესახებ ზარების შემდეგ უწყებას შემოწმებაზე რესურსების დახარჯვა უწევს.„გამნაღმველები მიდიან, ათვალიერებენ, პროტოკოლითაც და ისედაც ვალდებულები ვართ ჩვენ, რომ ნებისმიერი ზარის შემთხვევაში, რაც არ უნდა დარწმუნებულები ვიყოთ და უკვე ვხვდებოდეთ, ვიცოდეთ, ინფორმაციაც გვქონდეს წინასწარ, რომ ახლა შესაძლოა აქა და აქ განხორციელდეს ზარი, მაინც უნდა დავიცვათ ჩვენ ეს პროტოკოლი იმიტომ, რომ უსაფრთხოების ნორმები ამას გულისხმობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.მისი თქმით, მსგავსი ცრუ ზარები უწყების ფუნქციონირებას ვერ შეარყევს.არჩევნები საქართველოშიადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს, ერთდროულად ქვეყნის 64 ქალაქსა და რაიონში გაიმართება. არჩევნებში 12 პარტია მიიღებს მონაწილეობას.ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები - ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_81:0:1220:854_1920x0_80_0_0_033f92790d7bc0a26cd9795a8caaae8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ჰექსოგენი უკრაინიდან და ზარები ბომბების შესახებ - მამუკა მდინარაძე დეტალებზე საუბრობს
სუსის უფროსის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ სერიოზული საფრთხე აიცილა თავიდან.
თბილისი, 2 ოქტომმბერი — Sputnik. უკრაინიდან ჰექსოგენის შემოტანა და ზარები სასამართლოებში ბომბების შესახებ, რომლებიც ასევე დიდი ალბათობით უკრაინას უკავშირდება, - ეს ყველაფერი 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებია, განაცხადა სუსის ახალმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ „ტელეიმედის“ ეთერში.
მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა Mercedes-Benz-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა. გადამოწმების შედეგად, ავტომანქანაში ნაპოვნია შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2,4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი", რომელიც, უწყების ინფორმაციით, „ტროტილზე" მეტად ძლიერმოქმედი ნივთიერებაა. საქმეზე უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს.
„ჰექსოგენი“ მოდიოდა უკრაინიდან რამდენიმე ქვეყნის გავლით. გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთი ვერსიაა და ამ ეტაპისთვის უფრო სარწმუნოა ეს ვერსია, რომ ის რჩებოდა საქართველოში, თუმცა, ასევე არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ ის უნდა წასულიყო რუსეთში და ამას ადასტურებს მძღოლი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სუსის უფროსის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ სერიოზული საფრთხე აიცილა თავიდან.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჰექსოგენის შემოტანას წინასაარჩევნო პერიოდთან შესაძლო კავშირზე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ასევე გაიხსენა 2021 წლის არჩევნებამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, ქვეყანაში მალული ჩამოსვლა და 2016 წლის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ სერიოზული საფრთხე აიცილა თავიდან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს ჰექსოგენის იმპორტსა და წინასაარჩევნო პერიოდს შორის, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს სერიოზულად არ შეიძლება დამთხვევად ჩაითვალოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ასევე გაიხსენა 2021 წლის არჩევნებამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, ქვეყანაში საიდუმლო ვიზიტი და 2016 წლის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქება.
„საბედნიეროდ მარტო გივი თარგამაძე კი არ გადარჩა, მაშინ გადარჩა ქვეყანა გაცილებით დიდი ტურბულენტობისგან, იმიტომ, რომ ამ აფეთქების მიზანი, უდიდესი ალბათობით, არავის აინტერესებდა კონკრეტულად ამ ფიზიკურ პირზე ანგარიშსწორება, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომ ვნებათაღელვა გამოწვეულიყო“, - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო და უზენაესი სასამართლოების შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ზარებს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებების დაგეგმვაც უკრაინიდან მიმდინარეობს.
„მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს, საიდანაც გარკვეული დაგეგმარებაც მიმდინარეობს. გასაგებია, რომ არაეფექტიანი და არაშედეგიანი, საბედნიეროდ ამ ქვეყნისთვის, მაგრამ მაინც იქითა მხრიდან ბევრი ასეთი ცნობები მოდის... ეს არ არის შემთხვევითი. ეს კორელაციაშია, ეს ბმაშია, ეს კავშირშია“, - განაცხადა მდინარაძემ.
სუსის უფროსის თქმით, ბომბის შესახებ ზარების შემდეგ უწყებას შემოწმებაზე რესურსების დახარჯვა უწევს.
„გამნაღმველები მიდიან, ათვალიერებენ, პროტოკოლითაც და ისედაც ვალდებულები ვართ ჩვენ, რომ ნებისმიერი ზარის შემთხვევაში, რაც არ უნდა დარწმუნებულები ვიყოთ და უკვე ვხვდებოდეთ, ვიცოდეთ, ინფორმაციაც გვქონდეს წინასწარ, რომ ახლა შესაძლოა აქა და აქ განხორციელდეს ზარი, მაინც უნდა დავიცვათ ჩვენ ეს პროტოკოლი იმიტომ, რომ უსაფრთხოების ნორმები ამას გულისხმობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, მსგავსი ცრუ ზარები უწყების ფუნქციონირებას ვერ შეარყევს.
„არეულობის განცდის შემოტანას ამ უსუსური მცდელობითაც ცდილობენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს, ერთდროულად ქვეყნის 64 ქალაქსა და რაიონში გაიმართება. არჩევნებში 12 პარტია მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები - ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.