რა უნდა ვიცოდეთ ადგილობრივ არჩევნებზე და ადგილობრივ ხელისუფლებაზე

© Courtesy of CEC of Georgiaახალი ტეწნოლოგიები ცესკოში
ახალი ტეწნოლოგიები ცესკოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2025
გამოწერა
საქართველო საარჩევნო პროცესს 4 ოქტომბერს დაასრულებს, ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა 20 საათზე შეწყდება
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შაბათს, 4 ოქტომბერს გაიმართება, Sputnik Georgia-მ შეკრიბა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები ადგილობრივი არჩევნებისა და თვითმმართველობის შესახებ.
ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურა საქართველოში
საქართველო დაყოფილია 64 თვითმმართველ ოლქად. თითოეულ ოლქს ჰყავს საკუთარი მერი და საკრებულო, რომლებიც ასრულებენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე პარლამენტის ფუნქციებს.
მერია საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ზედამხედველობის ორგანოა. თავის მხრივ, საკრებულო ფაქტობრივად ფუნქციონირებს როგორც პარლამენტი და მისი წევრები გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებენ.
საკრებულო შედგება პროპორციული (პარტიებისთვის ხმის მიცემა) და მაჟორიტარული (ადგილებზე პირდაპირი ხმის მიცემა) წესით არჩეული დეპუტატებისგან. საკრებულოს დეპუტატების რაოდენობა დამოკიდებულია ოლქის მოსახლეობაზე და 15-დან 50-მდე მერყეობს.
მერებს მუნიციპალიტეტების მოსახლეობა ასევე პირდაპირი კენჭისყრით ირჩევს.
როგორ ირჩევენ
საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში საკმაოდ სპეციფიკურია. თითოეულ ოლქს გააჩნია საკუთარი ბიულეტენი, რომელშიც ჩამოთვლილია მერობის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიები.
არჩევნებში მონაწილე პარტიების ყველაზე დიდი სია - 12 - თბილისშია, ხოლო ყველაზე პატარა - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სადაც მხოლოდ სამი პარტია მონაწილეობს. დანარჩენ ოლქებში საშუალოდ ოთხიდან ექვსამდე პარტია მონაწილეობს.
მერობის კანდიდატების სია ასევე განსხვავდება ოლქების მიხედვით. თუკი თბილისელ ამომრჩევლებს ცხრა კანდიდატიდან უწევთ არჩევანის გაკეთება, 27 ოლქში არის მხოლოდ ერთი კანდიდატი, „ქართული ოცნებიდან“, ხოლო კიდევ 25 ოლქის ბიულეტენში მხოლოდ ორი კანდიდატი არის მითითებული.
საერთო ჯამში, ბოლო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობს 2.231 მაჟორიტარი კანდიდატი, 5.193 პარტიული სიის კანდიდატი და 122 მერობის კანდიდატი.
ვინ ირჩევს
საქართველოში ხმის მიცემის უფლება სულ 3.513.818 ამომრჩეველს აქვს — ესაა რეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი ამჟამად ქვეყანაში.
ადგილობრივ არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემა არ ტარდება. შესაბამისად, ხმის მიცემა მხოლოდ იმ ამომრჩევლებს შეეძლებათ, რომლებიც ხმის მისაცემად რეგისტრაციის ან საარჩევნო სიის შესაბამის უბანზე მივლენ.
ეს ნიშნავს, რომ მაგალითად ბათუმის მაცხოვრებელს არ შეუძლია თბილისის არჩევნებში მონაწილეობა, თუ წინასწარ არ დარეგისტრირდა დედაქალაქში და ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ უწერია თბილისში რეგისტრაცია.
ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა — 1.043.482 — ცხოვრობს თბილისში, ხოლო ყველაზე ცოტა — 6.991 — ონის რაიონში. ადგილობრივი არჩევნები ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში შემდგარად ითვლება.
ვინ გაიმარჯვებს?
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს დაითვლის თბილისში; სხვა რეგიონებში შედეგებს საოლქო საარჩევნო კომისია ითვლის.
საკრებულოში აირჩევიან პარტიები, რომლებიც თავიანთ რაიონში ან ქალაქში ხმების მინიმუმ 4%-ს მიიღებენ; ასევე მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებიც ხმების მინიმუმ 40%-ს მიიღებენ, იმ პირობით, თუ მათმა ოპონენტმა ნაკლები ხმა მიიღო.
მერები გახდებიან ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებენ. თუ ვერცერთი კანდიდატი არ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც ორი ყველაზე მაღალი შედეგის მქონე კანდიდატი გავა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები
ადგილობრივი თვითმმართველობის მოვალეობები მოიცავს რაიონის განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის საბავშვო ბაღებს, ლანდშაფტის მოწყობას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სოციალურ პროგრამებს, მიუსაფარი ცხოველების საკითხებს, ავარიული შენობების შეკეთებას ან ჩანაცვლებას და ნარჩენების გატანას.
ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება აქვს დააწესოს ჯარიმები და მოსაკრებლები, თუმცა დაფინანსების ძირითად ნაწილს ისინი ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებენ. დაფინანსება, სხვა საკითხებთან ერთად, დამოკიდებულია კონკრეტული რაიონის მაცხოვრებლების რაოდენობაზე.
მუნიციპალიტეტები თავიანთ ბიუჯეტებს სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული სახსრებისა და მუნიციპალური მოსაკრებლების საფუძველზე აყალიბებენ. რაიონული ბიუჯეტების ყველაზე დიდი ხარჯვითი სფეროები, როგორც წესი, მოიცავს ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს და ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებას.
რას არ წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება
ელექტრო, გაზ და წყალმომარაგების საკითხები საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებაში არ შედის. რაიონებისა და ქალაქების ცხოვრების ამ ასპექტებზე კერძო კომპანიები არიან პასუხისმგებელნი.
ადგილობრივ ხელისუფლებას ასევე არ აქვს უფლებამოსილება შეაკეთოს, ააშენოს სკოლები ან გაზარდოს სკოლების რაოდენობა - ეს განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების პასუხისმგებლობაა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასევე პასუხისმგებელია ადგილობრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის მაგისტრალების მშენებლობასა და შეკეთებაზე.
ადგილობრივი ხელისუფლება ასევე არ წყვეტს ისტორიულ ძეგლებთან და შენობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე მათ შეკეთებას. ამ საკითხებს კულტურის სამინისტრო კურირებს.
ყველა ახალი ამბავი
0