https://sputnik-georgia.com/20251001/tbiliss-kidev-ori-axali-sabagiro-sheemateba-295171896.html
თბილისს კიდევ ორი ახალი საბაგირო შეემატება
თბილისს კიდევ ორი ახალი საბაგირო შეემატება
Sputnik საქართველო
ახალი საბაგიროებიდან ერთი მეტროს სადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის, ხოლო მეორე მეტროს სადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი იქნება. 01.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-01T19:00+0400
2025-10-01T19:00+0400
2025-10-01T19:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282746850_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_2c69d16d52d1be95bd1f1ace6dc67e35.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, რაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ახალი საბაგიროებიდან ერთი მეტროს სადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის, ხოლო მეორე მეტროს სსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი იქნება.დედაქალაქის მერის თქმით, მოეწყობა მეტროს სადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, რომელიც ზღვისუბანსა და ახალ პარკს მეტროს სადგურ „სარაჯიშვილთან“ უმოკლესი გზით დააკავშირებს. 4-სადგურიანი საბაგირო დღეში, დაახლოებით, 22 ათას მგზავრს მოემსახურება.ასევე იგეგმება მეტროს სადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს მეტროს სადგურ „ისანთან“ დააკავშირებს. აღნიშნული საბაგირო 5-სადგურიანი იქნება და დღეში, დაახლოებით, 35 ათას მგზავრს მოემსახურება გარდა ამისა, დემონტაჟი ჩაუტარდება მეტროს სადგურ „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგირო გზას და მის ნაცვლად, ახალი საბაგირო გზა მოეწყობა. როგორც კალაძემ განმარტა, საბაგირო გზების მშენებლობა ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებია, რომელიც ერთის მხრივ, ამსუბუქებს საგზაო მოძრაობას და ამცირებს საცობებს, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს სწრაფ, ეკოლოგიურ და ხელმისაწვდომ ტრანსპორტს მოსახლეობისთვის. „დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით მსხვილი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ჩვენ მეტად საპასუხისმგებლო და რთული რეფორმა გვაქვს წამოწყებული... გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ორი ახალი საბაგირო გზა მოვაწყოთ, ხოლო ერთ-ერთი ძველი საბაგიროს ნაცვლად, იმავე ხაზის ხელახალი მშენებლობა განვახორციელოთ“, - განაცხადა კალაძემ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქში ხელს უწყობს საბაგიროს საზოგადოებრივ ტრანსპორტად დამკვიდრებას, საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის დროს, ხელს უწყობს რთულად მისადგომი უბნების მომსახურებას. ასევე, უზრუნველყოფს მეტროსადგურებთან კავშირს, რაც ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას ზრდის. ამ დროისთვის დედაქალაქში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს – რიყის პარკიდან ნარიყალამდე, ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე და რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282746850_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_ffb5c5c6c6f30db7c7d512e10c7f4d74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისს კიდევ ორი ახალი საბაგირო შეემატება
ახალი საბაგიროებიდან ერთი მეტროს სადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის, ხოლო მეორე მეტროს სადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი იქნება.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, რაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ახალი საბაგიროებიდან ერთი მეტროს სადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის, ხოლო მეორე მეტროს სსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი იქნება.
„ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, რაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადდა. აღნიშნული პროექტების განხორციელების დეტალებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, მოეწყობა მეტროს სადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, რომელიც ზღვისუბანსა და ახალ პარკს მეტროს სადგურ „სარაჯიშვილთან“ უმოკლესი გზით დააკავშირებს. 4-სადგურიანი საბაგირო დღეში, დაახლოებით, 22 ათას მგზავრს მოემსახურება.
ასევე იგეგმება მეტროს სადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს მეტროს სადგურ „ისანთან“ დააკავშირებს. აღნიშნული საბაგირო 5-სადგურიანი იქნება და დღეში, დაახლოებით, 35 ათას მგზავრს მოემსახურება
გარდა ამისა, დემონტაჟი ჩაუტარდება მეტროს სადგურ „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგირო გზას და მის ნაცვლად, ახალი საბაგირო გზა მოეწყობა.
როგორც კალაძემ განმარტა, საბაგირო გზების მშენებლობა ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებია, რომელიც ერთის მხრივ, ამსუბუქებს საგზაო მოძრაობას და ამცირებს საცობებს, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს სწრაფ, ეკოლოგიურ და ხელმისაწვდომ ტრანსპორტს მოსახლეობისთვის.
„დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით მსხვილი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ჩვენ მეტად საპასუხისმგებლო და რთული რეფორმა გვაქვს წამოწყებული... გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ორი ახალი საბაგირო გზა მოვაწყოთ, ხოლო ერთ-ერთი ძველი საბაგიროს ნაცვლად, იმავე ხაზის ხელახალი მშენებლობა განვახორციელოთ“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქში ხელს უწყობს საბაგიროს საზოგადოებრივ ტრანსპორტად დამკვიდრებას, საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის დროს, ხელს უწყობს რთულად მისადგომი უბნების მომსახურებას. ასევე, უზრუნველყოფს მეტროსადგურებთან კავშირს, რაც ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას ზრდის.
ამ დროისთვის დედაქალაქში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს – რიყის პარკიდან ნარიყალამდე, ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე და რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე.