https://sputnik-georgia.com/20251001/taglitoba-binadrobis-mowmobebit-susma-ori-piri-daakava-295173760.html
თაღლითობა ბინადრობის მოწმობებით: სუსმა ორი პირი დააკავა
თაღლითობა ბინადრობის მოწმობებით: სუსმა ორი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 01.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-01T19:35+0400
2025-10-01T19:35+0400
2025-10-01T19:35+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე. „გამოძიებით დადგინდა, რომ დ.კ. გ.ო.-სთან წინასწარი შეთანხმებით უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, თავისი კავშირებისა და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 8 ათასი დოლარი მოსთხოვა“, -განაცხადა ემზარ გაგნიძემ. მისი თქმით, 2025 წლის 26 სექტემბერს უცხო ქვეყნის მოქალაქემ ბრალდებულების მოთხოვნით, მათ ხელზე გადასცა თანხის ნაწილი 1500 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ ბრალდებულები მას სისტემატურად უკავშირდებოდნენ და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდნენ. ამასთან, ისინი ყოველთვის უმეორებდნენ, რომ თითქოსდა საქმეში ჩართული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და მათი დახმარებით ბინადრობას აუცილებლად მიიღებდა. ამის შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქემ მათ 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დამატებით გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი. „ამრიგად, დ.კ. და გ.ო. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მათ მიერ მოთხოვნილი 8 ათასი დოლარიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან მოტყუებით დაეუფლნენ 4000 ლარს“, - განაცხადა გაგნიძემ. გამოძიების ფარგლებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თაღლითობა ბინადრობის მოწმობებით: სუსმა ორი პირი დააკავა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დ.კ. გ.ო.-სთან წინასწარი შეთანხმებით უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, თავისი კავშირებისა და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 8 ათასი დოლარი მოსთხოვა“, -განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
მისი თქმით, 2025 წლის 26 სექტემბერს უცხო ქვეყნის მოქალაქემ ბრალდებულების მოთხოვნით, მათ ხელზე გადასცა თანხის ნაწილი 1500 ლარის ოდენობით.
ამის შემდეგ ბრალდებულები მას სისტემატურად უკავშირდებოდნენ და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდნენ. ამასთან, ისინი ყოველთვის უმეორებდნენ, რომ თითქოსდა საქმეში ჩართული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და მათი დახმარებით ბინადრობას აუცილებლად მიიღებდა. ამის შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქემ მათ 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დამატებით გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი.
„ამრიგად, დ.კ. და გ.ო. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მათ მიერ მოთხოვნილი 8 ათასი დოლარიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან მოტყუებით დაეუფლნენ 4000 ლარს“, - განაცხადა გაგნიძემ.
გამოძიების ფარგლებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.