საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2025
გამოწერა
დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 23 და 65 წლის პირები დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ისინი სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება სსკ-ის 19-344-ე და 362 -ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0