https://sputnik-georgia.com/20251001/ruset-ukrainis-konfliqti-295252328.html
მიმოხილვა: ოპერატიული ვითარება კუპიანსკის "ქვაბში"
მიმოხილვა: ოპერატიული ვითარება კუპიანსკის "ქვაბში"
Sputnik საქართველო
რუსეთის სამხედრო ნაწილები სამი მიმართულებიდან ბრძოლებით მიიწევენ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის ცენტრისკენ და ანადგურებენ აქ სასწრაფოდ გადაყვანილ უკრაინის... 01.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-01T16:32+0400
2025-10-01T16:32+0400
2025-10-05T10:32+0400
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1d/294333744_0:0:3066:1725_1920x0_80_0_0_0dd78f0f54b7f3158f7b4f52e554806b.jpg
რუსეთის სამხედრო ნაწილები სამი მიმართულებიდან ბრძოლებით მიიწევენ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის ცენტრისკენ და ანადგურებენ აქ სასწრაფოდ გადაყვანილ უკრაინის შეიარაღებული ძალების "ელიტურ" დანაყოფებს. დასრულების ფაზაშია მოწინააღმდეგის მსხვილი დაჯგუფების ალყაში მოქცევა — მხოლოდ სექტემბერში უკრაინის არმიამ კუპიანსკში დაკარგა 1800-ზე მეტი სამხედრო. გათავისუფლებულია ქალაქის ორი მესამედი — 8667 შენობიდან 5667. სრული კონტროლი კუპიანსკზე რუსულ არმიას მისცემს შესაძლებლობას, უფრო აქტიურად წაიწიოს სტრატეგიული სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციის მიმართულებით.გაერთიანება "ზაპადის" შეტევითი ქვედანაყოფები ეფექტურად ანადგურებენ ბანდერეველთა წინააღმდეგობის კერებს და აფართოებენ კონტროლის ზონას კუპიანსკში. აქ არ არსებობს უწყვეტი ფრონტის ხაზი — ბრძოლები სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს. სპეციალური დანიშნულების სარეზერვო ნაწილებისა და ეროვნული გვარდიის ბრიგადის სწრაფი განადგურება დარჩენილი უკრაინელი სამხედროების დემორალიზაციას იწვევს.უკრაინის ხელისუფლებამ კუპიანსკი სრულად ჩაკეტა და 2300-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე უკრაინის შეიარაღებული ძალების მძევლად აქცია. უმაღლესი რადის დეპუტატებმაც კი აღიარეს: კუპიანსკში "კატასტროფული" ვითარებაა — გადარჩენილი დანაყოფები მომარაგებისა და როტაციის გარეშე დარჩნენ და მალე ან ქალაქიდან განიდევნებიან, ან ალყაში განადგურდებიან. ყველა გზას რუსული არტილერია აკონტროლებს, ევაკუაცია მხოლოდ ნატოს "განსაკუთრებით ფასეულ" სპეციალისტებს ელით.ბრძოლების განსაკუთრებული სისასტიკე კუპიანსკში აიხსნება იმით, რომ ეს არის ხარკოვის ოლქის ერთ-ერთი უმსხვილესი დასახლებული პუნქტი, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარეობს; იგი ერთდროულად რაიონული ცენტრი, სარკინიგზო და საავტომობილო გზების გადაკვეთის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერი გამაგრებული რაიონია. კუპიანსკის გათავისუფლება გზას ხსნის ჩუგუევის მიმართულებით — ეს ხარკოვის მნიშვნელოვანი სამრეწველო გარეუბანია და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების ერთგვარი კონცენტრაცია.ახლოვდება უკრაინის პლაცდარმის ლიკვიდაცია ოსკოლის მარცხენა ნაპირზე. ხარკოვის მონაკვეთზე რუსული შეტევითი ნაწილები ასევე წარმატებით მიიწევენ ვოლჩანსკსა და სინელნიკოვის ტყეში, სადაც დაბლოკილია უკრაინის ორი ბრიგადა. პოტენციური "ქვაბები" მოწინააღმდეგისთვის იკვეთება მთელი ფრონტის ხაზზე — კუპიანსკიდან ზაპოროჟიემდე. ბანდერეველები ყოველდღიურად უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან და სასოწარკვეთით უტევენ საზღვრისპირა ბელგოროდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინას კვლავაც "ალიანსის პირველი თავდაცვის ხაზს" უწოდებს. კიევის სპეციალისტები კვლავ ავრცელებენ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ქალაქი კუპიანსკი უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. თუმცა, დასავლელი ანალიტიკოსების უმრავლესობა პესიმისტურად პროგნოზირებს უკრაინის არმიის დამარცხებას ხარკოვის ოლქში. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ISW ("ომის შესწავლის ინსტიტუტი") ვარაუდობს, რომ ხარკოვის მონაკვეთზე მალე რუსეთის მნიშვნელოვანი (ორი დივიზიის დონეზე) გაძლიერება იქნება, რაც უკრაინული თავდაცვის გატეხვას დააჩქარებს.უკრაინისა და ნატოს მარცხი გარდაუვალია. კოლექტიური დასავლეთი შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო ძლიერების სწრაფი ზრდით. ჟურნალი Newsweek-მა 30 სექტემბერს აღნიშნა, რომ 2026–2028 წლებში მკვეთრად იზრდება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხარჯები და გააკეთა შემაშფოთებელი დასკვნა: მოსკოვი არ ემზადება მშვიდობისთვის, არამედ "უკრაინაში ახალი საბრძოლო მოქმედებებისთვის ". კიევის რეჟიმი მთლიანად დამოკიდებულია გარე მხარდაჭერაზე, რომელიც სულ უფრო დეკლარაციულ ხასიათს იძენს. ვაშინგტონს აღარ სურს ფინანსური დაფინანსება პროქსი-ომის გაგრძელებისთვის, ხოლო ევროკავშირს აღარ გააჩნია საკმარისი რესურსები მისი უწინდელი, "ტრამპამდელი" დროის მასშტაბით შესანარჩუნებლად.ევროპის საიდუმლო პროგრამა (ჩეხეთის ხელმძღვანელობით), რომელიც უკრაინის პროქსი-არმიას "ქვეპროგრამით" იარაღით ამარაგებდა, მოულოდნელად ჩერდება. ჩეხეთის ოპოზიციური პარტია ცდილობს, გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის ლოზუნგით.ევროპელი პოლიტიკოსებისა და სამხედრო სტრატეგების ჯგუფმა სექტემბრის ბოლოს წამოაყენა წინადადება დასავლეთ უკრაინაში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების განათავსების შესახებ— რუსეთის რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად. შემდგომში ეს პროექტი ითვალისწინებს "უსაფრთხოების ზონის" გაფართოებას, კიევის ჩათვლით. თითქოს ინიციატივა შეიძლება, გახდეს "ევროპის სიმტკიცის სიგნალი და სერიოზულად იმოქმედებს ომის მსვლელობაზე". თუმცა, 1 ოქტომბერს კოპენჰაგენში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა დისკუსია "სარაკეტო ფარის" შესახებ გართულდა რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების მაღალი ალბათობის გამო. მოსკოვმა არაერთხელ გააფრთხილა: ნებისმიერი უცხოელი სამხედრო უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების კანონიერ სამიზნედ იქცევა, ყველა სახის იარაღით.მეორე მხრივ, რუსეთი ულტიმატიურად მოითხოვს, რომ საფრანგეთისა და ბრიტანეთის ბირთვული არსენალები შევიდეს მომავალ განიარაღების მოლაპარაკებებში. ეს კი ძლიერ აღიზიანებს ლონდონსა და პარიზს. თუმცა, ისტორიულად ყოველთვის გამარჯვებული აკონკრეტებდა ახალი სამყაროს საზღვრებსა და პრინციპებს (ამჯერად — რუსეთი), და არა ის, ვინც საკუთარ თავს "გამორჩეულად" მიიჩნევს, სწრაფად დეგრადირდება ეკონომიკურად (და მენტალურად), და ყველაზე ხმამაღლა ყვირის "რუსულ საფრთხესა" და "რეპარაციებზე" — ბრიუსელში, ბერლინში, ლონდონში.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1d/294333744_156:0:2887:2048_1920x0_80_0_0_501a5d25ae6cad5d9009616d148b2fc5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა, მიმოხილვები
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსეთის სამხედრო ნაწილები სამი მიმართულებიდან ბრძოლებით მიიწევენ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის ცენტრისკენ და ანადგურებენ აქ სასწრაფოდ გადაყვანილ უკრაინის შეიარაღებული ძალების "ელიტურ" დანაყოფებს. დასრულების ფაზაშია მოწინააღმდეგის მსხვილი დაჯგუფების ალყაში მოქცევა — მხოლოდ სექტემბერში უკრაინის არმიამ კუპიანსკში დაკარგა 1800-ზე მეტი სამხედრო. გათავისუფლებულია ქალაქის ორი მესამედი — 8667 შენობიდან 5667. სრული კონტროლი კუპიანსკზე რუსულ არმიას მისცემს შესაძლებლობას, უფრო აქტიურად წაიწიოს სტრატეგიული სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციის მიმართულებით.
გაერთიანება "ზაპადის" შეტევითი ქვედანაყოფები ეფექტურად ანადგურებენ ბანდერეველთა წინააღმდეგობის კერებს და აფართოებენ კონტროლის ზონას კუპიანსკში. აქ არ არსებობს უწყვეტი ფრონტის ხაზი — ბრძოლები სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს. სპეციალური დანიშნულების სარეზერვო ნაწილებისა და ეროვნული გვარდიის ბრიგადის სწრაფი განადგურება დარჩენილი უკრაინელი სამხედროების დემორალიზაციას იწვევს.
უკრაინის ხელისუფლებამ კუპიანსკი სრულად ჩაკეტა და 2300-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე უკრაინის შეიარაღებული ძალების მძევლად აქცია. უმაღლესი რადის დეპუტატებმაც კი აღიარეს: კუპიანსკში "კატასტროფული" ვითარებაა — გადარჩენილი დანაყოფები მომარაგებისა და როტაციის გარეშე დარჩნენ და მალე ან ქალაქიდან განიდევნებიან, ან ალყაში განადგურდებიან. ყველა გზას რუსული არტილერია აკონტროლებს, ევაკუაცია მხოლოდ ნატოს "განსაკუთრებით ფასეულ" სპეციალისტებს ელით.
ბრძოლების განსაკუთრებული სისასტიკე კუპიანსკში აიხსნება იმით, რომ ეს არის ხარკოვის ოლქის ერთ-ერთი უმსხვილესი დასახლებული პუნქტი, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარეობს; იგი ერთდროულად რაიონული ცენტრი, სარკინიგზო და საავტომობილო გზების გადაკვეთის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერი გამაგრებული რაიონია. კუპიანსკის გათავისუფლება გზას ხსნის ჩუგუევის მიმართულებით — ეს ხარკოვის მნიშვნელოვანი სამრეწველო გარეუბანია და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების ერთგვარი კონცენტრაცია.
ახლოვდება უკრაინის პლაცდარმის ლიკვიდაცია ოსკოლის მარცხენა ნაპირზე. ხარკოვის მონაკვეთზე რუსული შეტევითი ნაწილები ასევე წარმატებით მიიწევენ ვოლჩანსკსა და სინელნიკოვის ტყეში, სადაც დაბლოკილია უკრაინის ორი ბრიგადა. პოტენციური "ქვაბები" მოწინააღმდეგისთვის იკვეთება მთელი ფრონტის ხაზზე — კუპიანსკიდან ზაპოროჟიემდე. ბანდერეველები ყოველდღიურად უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან და სასოწარკვეთით უტევენ საზღვრისპირა ბელგოროდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინას კვლავაც "ალიანსის პირველი თავდაცვის ხაზს" უწოდებს. კიევის სპეციალისტები კვლავ ავრცელებენ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ქალაქი კუპიანსკი უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. თუმცა, დასავლელი ანალიტიკოსების უმრავლესობა პესიმისტურად პროგნოზირებს უკრაინის არმიის დამარცხებას ხარკოვის ოლქში. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ISW ("ომის შესწავლის ინსტიტუტი") ვარაუდობს, რომ ხარკოვის მონაკვეთზე მალე რუსეთის მნიშვნელოვანი (ორი დივიზიის დონეზე) გაძლიერება იქნება, რაც უკრაინული თავდაცვის გატეხვას დააჩქარებს.
უკრაინისა და ნატოს მარცხი გარდაუვალია. კოლექტიური დასავლეთი შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო ძლიერების სწრაფი ზრდით. ჟურნალი Newsweek-მა 30 სექტემბერს აღნიშნა, რომ 2026–2028 წლებში მკვეთრად იზრდება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხარჯები და გააკეთა შემაშფოთებელი დასკვნა: მოსკოვი არ ემზადება მშვიდობისთვის, არამედ "უკრაინაში ახალი საბრძოლო მოქმედებებისთვის ". კიევის რეჟიმი მთლიანად დამოკიდებულია გარე მხარდაჭერაზე, რომელიც სულ უფრო დეკლარაციულ ხასიათს იძენს. ვაშინგტონს აღარ სურს ფინანსური დაფინანსება პროქსი-ომის გაგრძელებისთვის, ხოლო ევროკავშირს აღარ გააჩნია საკმარისი რესურსები მისი უწინდელი, "ტრამპამდელი" დროის მასშტაბით შესანარჩუნებლად.
ევროპის საიდუმლო პროგრამა (ჩეხეთის ხელმძღვანელობით), რომელიც უკრაინის პროქსი-არმიას "ქვეპროგრამით" იარაღით ამარაგებდა, მოულოდნელად ჩერდება. ჩეხეთის ოპოზიციური პარტია ცდილობს, გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის ლოზუნგით.
ევროპელი პოლიტიკოსებისა და სამხედრო სტრატეგების ჯგუფმა სექტემბრის ბოლოს წამოაყენა წინადადება დასავლეთ უკრაინაში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების განათავსების შესახებ— რუსეთის რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად. შემდგომში ეს პროექტი ითვალისწინებს "უსაფრთხოების ზონის" გაფართოებას, კიევის ჩათვლით. თითქოს ინიციატივა შეიძლება, გახდეს "ევროპის სიმტკიცის სიგნალი და სერიოზულად იმოქმედებს ომის მსვლელობაზე". თუმცა, 1 ოქტომბერს კოპენჰაგენში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა დისკუსია "სარაკეტო ფარის" შესახებ გართულდა რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების მაღალი ალბათობის გამო. მოსკოვმა არაერთხელ გააფრთხილა: ნებისმიერი უცხოელი სამხედრო უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების კანონიერ სამიზნედ იქცევა, ყველა სახის იარაღით.
მეორე მხრივ, რუსეთი ულტიმატიურად მოითხოვს, რომ საფრანგეთისა და ბრიტანეთის ბირთვული არსენალები შევიდეს მომავალ განიარაღების მოლაპარაკებებში. ეს კი ძლიერ აღიზიანებს ლონდონსა და პარიზს. თუმცა, ისტორიულად ყოველთვის გამარჯვებული აკონკრეტებდა ახალი სამყაროს საზღვრებსა და პრინციპებს (ამჯერად — რუსეთი), და არა ის, ვინც საკუთარ თავს "გამორჩეულად" მიიჩნევს, სწრაფად დეგრადირდება ეკონომიკურად (და მენტალურად), და ყველაზე ხმამაღლა ყვირის "რუსულ საფრთხესა" და "რეპარაციებზე" — ბრიუსელში, ბერლინში, ლონდონში.