https://sputnik-georgia.com/20251001/gela-xasaias-patimroba-sheeparda-295175447.html
სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი აქტივისტი და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი 29 სექტემბრის საღამოს დააკავეს. 01.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-01T21:27+0400
2025-10-01T21:27+0400
2025-10-01T21:57+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287222930_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_53d51414e35ad7301d148bf5a093787c.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.პროკურორმა მარიამ წულაიამ აღნიშნა, რომ დანაშაული ჯგუფურად და მძიმე კატეგორიის ფარგლებში არის ჩადენილი, რაც, მისი თქმით, აძლიერებს როგორც ბრალდებულთა მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს. დაცვის მხარე კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.მოსამართლე შამათავას გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა 20 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი აქტივისტი და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი 29 სექტემბრის საღამოს დააკავეს.საგამოძიებო უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს. მათ ბრალდება სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287222930_909:0:3640:2048_1920x0_80_0_0_a5ce277ebcffecc316a55d40f8a9ab5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
21:27 01.10.2025 (განახლებულია: 21:57 01.10.2025) სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი აქტივისტი და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი 29 სექტემბრის საღამოს დააკავეს.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
პროკურორმა მარიამ წულაიამ აღნიშნა, რომ დანაშაული ჯგუფურად და მძიმე კატეგორიის ფარგლებში არის ჩადენილი, რაც, მისი თქმით, აძლიერებს როგორც ბრალდებულთა მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს. დაცვის მხარე კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
მოსამართლე შამათავას გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.
აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა 20 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.
სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი აქტივისტი და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი 29 სექტემბრის საღამოს დააკავეს.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს. მათ ბრალდება სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.