https://sputnik-georgia.com/20251001/ekonomika-zras-ganagrzobs-agvistos-monacemebi-295162994.html
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - აგვისტოს სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - აგვისტოს სტატისტიკა
Sputnik საქართველო
კლების ტენდენცია დაფიქსირდა გადამმუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებში. 01.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-01T13:29+0400
2025-10-01T13:29+0400
2025-10-01T13:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264345390_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_4ba922dc73b15c11093be3e6aa4fe6fd.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქატატის“ მონაცემებში.2025 წლის იანვარ-აგვისტოში მშპ-ის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა 7,9% შეადგინა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ფინანსური და სადაზღვევო, პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებმა.ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა გადამმუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებში.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.რა გაიზარდა და რამდენით2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 6,7%-ით, იმპორტი კი 9,7%-ით გაიზარდა.აგვისტოში ქვეყანაში დაახლოებით 4,6 ათასი ახალი საწარმო იყო რეგისტრირებული, რაც 18,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.თოდრაძის თქმით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მოცულობის ზრდით და ზოგადად IT-კონსალტინგის გაფართოებით.საფინანსო და სადაზღვევო სექტორის ზრდა განპირობებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდით.ენერგეტიკის სექტორის ზრდა განპირობებული იყო თბოელექტროსადგურების გამომუშავების ზრდით, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 43%-ით გაიზარდა.პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის ზრდა დაკავშირებულია ბიზნესის მართვის საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან.ვაჭრობის ზრდა განპირობებული იყო ბუნებრივი აირით და საწვავით, ავტომობილებითა და ავტონაწილებით, საკვებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით საბითუმო და საცალო ვაჭრობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264345390_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_39866edab98d32412dd29bf804d03f90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - აგვისტოს სტატისტიკა
კლების ტენდენცია დაფიქსირდა გადამმუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებში.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქატატის“ მონაცემებში.
2025 წლის იანვარ-აგვისტოში მშპ-ის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა 7,9% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ფინანსური და სადაზღვევო, პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებმა.
ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა გადამმუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებში.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 6,7%-ით, იმპორტი კი 9,7%-ით გაიზარდა.
აგვისტოში ქვეყანაში დაახლოებით 4,6 ათასი ახალი საწარმო იყო რეგისტრირებული, რაც 18,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მოცულობა 9%-ით გაიზარდა და 15,3 მილიარდი ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მოცულობის ზრდით და ზოგადად IT-კონსალტინგის გაფართოებით.
საფინანსო და სადაზღვევო სექტორის ზრდა განპირობებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდით.
ენერგეტიკის სექტორის ზრდა განპირობებული იყო თბოელექტროსადგურების გამომუშავების ზრდით, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 43%-ით გაიზარდა.
პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის ზრდა დაკავშირებულია ბიზნესის მართვის საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან.
ვაჭრობის ზრდა განპირობებული იყო ბუნებრივი აირით და საწვავით, ავტომობილებითა და ავტონაწილებით, საკვებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით საბითუმო და საცალო ვაჭრობით.