უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია კიდევ ერთხელ გამოცხადდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliუზენაესი სასამართლოს შენობა
უზენაესი სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2025
გამოწერა
ეს, ბოლო კვირაში სასამართლოს შენობაში ევაკუაციის მესამე შემთხვევაა.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში მყოფი ყველა პირი ევაკუირებულია, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ევაკუაციის მიზეზი შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სატელეფონო შეტყობინება გახდა.
ეს, ბოლო კვირაში სასამართლოს შენობაში ევაკუაციის მესამე შემთხვევაა. ხუთი დღის წინ უზენაესი სასამართლოს შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა, ხოლო ერთი დღით ადრე - თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყველა შემთხვევაში ევაკუაციის მიზეზი ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0