https://sputnik-georgia.com/20250930/trepikingtan-brzola-saqartvelo-pirvel-kalatashia-295153637.html
ტრეფიკინგთან ბრძოლა: საქართველო ზედიზედ მეათე წელია „პირველ კალათაშია“
ტრეფიკინგთან ბრძოლა: საქართველო ზედიზედ მეათე წელია „პირველ კალათაშია“
Sputnik საქართველო
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელადაა საჭირო. 30.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-30T19:37+0400
2025-09-30T19:37+0400
2025-09-30T19:37+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
საქართველო რეიტინგებში
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/41/234094122_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_09b2b9e17141299a7bfb2254fd8b24bc.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველო უკვე მეათე წელია ადამიანით ვაჭრობის (Tier 1) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე - „პირველ კალათაში“ ინარჩუნებს ადგილს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის ანგარიშის - Trafficking in Persons Report, TIP Report თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით მე-10 წელია ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში“ (Tier 1). პირველ კალათაში 188 ქვეყნიდან მხოლოდ 33 ქვეყანაა შესული, რომელთა შორისაა საქართველო.ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პროკურატურის სახელმძღვანელო მითითების მნიშვნელობას, რომლის თანახმადაც, ტრეფიკინგის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სავალდებულო წესით ერთვებიან. 2016-2025 წლებში საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა ადამიანით მოვაჭრე 87 პირის მიმართ დაიწყო: სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე -35 პირის მიმართ, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - 51 პირის მიმართ, ხოლო სრულწლოვნისა და არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - 1 პირის მიმართ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/41/234094122_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_499adf2b952ab3fd79ec51a7e058720e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საქართველო რეიტინგებში, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საქართველო რეიტინგებში, აშშ , ახალი ამბები
ტრეფიკინგთან ბრძოლა: საქართველო ზედიზედ მეათე წელია „პირველ კალათაშია“
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელადაა საჭირო.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველო უკვე მეათე წელია ადამიანით ვაჭრობის (Tier 1) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე - „პირველ კალათაში“ ინარჩუნებს ადგილს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის ანგარიშის - Trafficking in Persons Report, TIP Report თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით მე-10 წელია ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში“ (Tier 1). პირველ კალათაში 188 ქვეყნიდან მხოლოდ 33 ქვეყანაა შესული, რომელთა შორისაა საქართველო.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გაძლიერებული ძალისხმევა, როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე, დამნაშავეთა გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პროკურატურის სახელმძღვანელო მითითების მნიშვნელობას, რომლის თანახმადაც, ტრეფიკინგის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სავალდებულო წესით ერთვებიან.
2016-2025 წლებში საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა ადამიანით მოვაჭრე 87 პირის მიმართ დაიწყო: სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე -35 პირის მიმართ, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - 51 პირის მიმართ, ხოლო სრულწლოვნისა და არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - 1 პირის მიმართ.