https://sputnik-georgia.com/20250930/tanxebis-mitvisebis-braldebit-2-piri-daakaves-295156588.html
კრიმინალური სქემა: ბაღებისა და სკოლების ნაცვლად მითვისებული მილიონობით დოლარი
კრიმინალური სქემა: ბაღებისა და სკოლების ნაცვლად მითვისებული მილიონობით დოლარი
Sputnik საქართველო
30 საბავშვო ბაღის გასარემონტებლად და 4 სკოლის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მიღებული თანხების მითვისებისთვის ბრალდებულებს 9-დან 12... 30.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-30T19:00+0400
2025-09-30T19:00+0400
2025-09-30T19:00+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, საქმე ეხება ტენდერებს, რომელთა საერთო ღირებულება 94.444,427 ლარს შეადგენს და 30 საბავშვო ბაღისა და 4 სკოლის აშენებას ითვალისწინებს.ბრალდებულებმა 2023 წელს შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. გარდა ამისა, „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში სამი სკოლა. ამ შემთხვევაშიც, არცერთი სკოლა აშენებული არ არის. გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94.444,427 ლარს. უწყების ცნობით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად დაგეგმეს დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდებლის რეესტრში ე.წ „თეთრ სიაში“, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით. თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაუფლებული თანხის ნაწილი - 1 211 000 ლარი ფიქტიური დანიშნულებით გადაირიცხა ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. გამოძიება მიმდინარეობა სსკ-ის180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების, მათ შორის მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების გამოვლენისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სხვა დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციის მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
კრიმინალური სქემა: ბაღებისა და სკოლების ნაცვლად მითვისებული მილიონობით დოლარი
30 საბავშვო ბაღის გასარემონტებლად და 4 სკოლის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მიღებული თანხების მითვისებისთვის ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქმე ეხება ტენდერებს, რომელთა საერთო ღირებულება 94.444,427 ლარს შეადგენს და 30 საბავშვო ბაღისა და 4 სკოლის აშენებას ითვალისწინებს.
ბრალდებულებმა 2023 წელს შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
გარდა ამისა, „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში სამი სკოლა. ამ შემთხვევაშიც, არცერთი სკოლა აშენებული არ არის.
გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94.444,427 ლარს.
უწყების ცნობით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად დაგეგმეს დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდებლის რეესტრში ე.წ „თეთრ სიაში“, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით.
„დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით, წარადგინეს მხოლოდ 50%-ანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11.218 380 ლარიდან 9.365,801 ლარს“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაუფლებული თანხის ნაწილი - 1 211 000 ლარი ფიქტიური დანიშნულებით გადაირიცხა ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
გამოძიება მიმდინარეობა სსკ-ის180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების, მათ შორის მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების გამოვლენისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სხვა დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციის მიზნით.