უცხო ქვეყნის მოქლაქემ საქართველოში ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადა

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2025
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 201,376 ლარი შეადგინა.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საბაჟო-გამშვები პუნქტ ,,ყაზბეგის“ მებაჟე-ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს, იუწყება შემოსავლების სამსახური.
მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგისა და მისი ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 750 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ მოქალაქეს ოქროს ნაკეთობები ავტომობილის სალონსა და სამგზავრო ჩანთაში მალულად ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 201,376 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0