https://sputnik-georgia.com/20250930/saqartveloshi-2026-wlidan-pensiebi-gaizrdeba-295157203.html
საქართველოში 2026 წლიდან პენსიები გაიზრდება
საქართველოში 2026 წლიდან პენსიები გაიზრდება
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასაკობრივ პენსიას 875 ათასზე მეტი ადამიანი იღებს. 30.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-30T18:39+0400
2025-09-30T18:39+0400
2025-09-30T18:51+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
კანონმდებლობა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_1d1398cbfdf91e95b2ef7e7a8c7a3084.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება, ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პირველად pპროექტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზრდება და 495 ლარი გახდება, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და 370 ლარით განისაზღვრება. გარდა ამისა, 70 წლის და მეტი ასაკის კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება, 70 წლამდე პირთა პენსია კი მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება. საერთო ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება 800 მილიონი ლარით გაიზრდება. ამასთან, პროექტის მიხედვით, გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური დახმარების ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით. საქართველოში 2026 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 800 მლნ ლარზე მეტით გაიზრდება. სოციალური პროგრამების დაფინანსება იქნება 7 მლრდ ლარი, საიდანაც ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მლრდ ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240 მლნ ლარი. 2025 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირებისთვის პენსია 350 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში - 420 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - 450 ლარს, მაღალმთიან დასახლებებში - 540 ლარს.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასაკობრივ პენსიას 875 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, აქედან 257,2 ათასი მამაკაცი და 617,8 ათასი ქალია. დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_14a5cddcb2a86be434fd0d81553983cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოში 2026 წლიდან პენსიები გაიზრდება
18:39 30.09.2025 (განახლებულია: 18:51 30.09.2025) ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასაკობრივ პენსიას 875 ათასზე მეტი ადამიანი იღებს.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება, ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პირველად pპროექტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზრდება და 495 ლარი გახდება, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და 370 ლარით განისაზღვრება.
გარდა ამისა, 70 წლის და მეტი ასაკის კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება, 70 წლამდე პირთა პენსია კი მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.
საერთო ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება 800 მილიონი ლარით გაიზრდება.
ამასთან, პროექტის მიხედვით, გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური დახმარების ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.
საქართველოში 2026 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 800 მლნ ლარზე მეტით გაიზრდება. სოციალური პროგრამების დაფინანსება იქნება 7 მლრდ ლარი, საიდანაც ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მლრდ ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240 მლნ ლარი.
ქვეყანაში პენსიები იზრდება წლიური ინდექსაციის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვრიდან - პენსიები ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
2025 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირებისთვის პენსია 350 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში - 420 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - 450 ლარს, მაღალმთიან დასახლებებში - 540 ლარს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასაკობრივ პენსიას 875 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, აქედან 257,2 ათასი მამაკაცი და 617,8 ათასი ქალია.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.