https://sputnik-georgia.com/20250930/saqartvelom-batutze-xtomis-chempionatze-6-medali-moipova-295146942.html
ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველომ ექვსი მედალი მოიპოვა
ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველომ ექვსი მედალი მოიპოვა
Sputnik საქართველო
ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 30.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-30T10:25+0400
2025-09-30T10:25+0400
2025-09-30T10:25+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22929/88/229298806_0:137:3152:1910_1920x0_80_0_0_7a97cb7c11e702fd51f3d882e9b3a6c5.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველომ ექვსი მედალი მოიპოვა, იუწყება სპორტის სამინისტრო.ტურნირში, რომელიც ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ეგიდით ჩატარდა, 15 ქვეყანა მონაწილეობდა - ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.ბატუტზე ხტომაში ჩემპიონობა ქრისტინე პლეხანოვმა (11-12 წლის ასაკობრივი კატეგორია) იზეიმა. სინქრონულ ხტომაში კი ჩემპიონები ლუკა ლომთათიძე და ცოტნე ჩხაიძე (15-16 წლის ასაკობრივი კატეგორია) გახდნენ.ცოტნე ჩხაიძემ ჩემპიონობა ინდივიდუალურ ხტომებშიც იზეიმა. ვიცე-ჩემპიონები მარიამ გაბრიაძე (13-14 წლის ასაკობრივი კატეგორია) და მაია ბოჭორიძე გახდნენ (17-21 წლის ასაკობრივი კატეგორია). ბრინჯაოს მედალი კი ინდივიდუალურ ხტომებში მოიპოვა ლუკა ლომთათიძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22929/88/229298806_212:0:2941:2047_1920x0_80_0_0_78691df49726426b5b705f67873f5b8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველომ ექვსი მედალი მოიპოვა
ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველომ ექვსი მედალი მოიპოვა, იუწყება სპორტის სამინისტრო.
ტურნირში, რომელიც ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ეგიდით ჩატარდა, 15 ქვეყანა მონაწილეობდა - ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ბატუტზე ხტომაში ჩემპიონობა ქრისტინე პლეხანოვმა (11-12 წლის ასაკობრივი კატეგორია) იზეიმა. სინქრონულ ხტომაში კი ჩემპიონები ლუკა ლომთათიძე და ცოტნე ჩხაიძე (15-16 წლის ასაკობრივი კატეგორია) გახდნენ.
ცოტნე ჩხაიძემ ჩემპიონობა ინდივიდუალურ ხტომებშიც იზეიმა. ვიცე-ჩემპიონები მარიამ გაბრიაძე (13-14 წლის ასაკობრივი კატეგორია) და მაია ბოჭორიძე გახდნენ (17-21 წლის ასაკობრივი კატეგორია). ბრინჯაოს მედალი კი ინდივიდუალურ ხტომებში მოიპოვა ლუკა ლომთათიძემ.