https://sputnik-georgia.com/20250930/qveknis-teritoriaze-haershi-mkarma-nawilakebma-imata-295149487.html
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს. 30.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-30T22:00+0400
2025-09-30T22:00+0400
2025-09-30T22:00+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/23/244392311_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_9917b67b28f78705fa766a5319db02a3.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 30 სექტემბრიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. უწყების ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით. „გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში. PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები. PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის). სააგენტოს ცნობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ პორტალზე www.air.gov.ge.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/23/244392311_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_60dc66e68b029996cf68a9cc925dea52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 30 სექტემბრიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.
„გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები.
PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).
სააგენტოს ცნობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ პორტალზე www.air.gov.ge.