https://sputnik-georgia.com/20250930/prokuraturam-transnacionaluri-danashauli-gaxsna-295149686.html
საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
Sputnik საქართველო
უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 30.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-30T13:49+0400
2025-09-30T13:49+0400
2025-09-30T13:49+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქისა და იურიდიული პირის მიმართ არის დაწყებული, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, ესპანეთის სამეფოში მოქმედ საწარმოს დაუკავშირდნენ კონტრაქტორი კომპანიის სახელით და რეალურთან მიმსგავსებული ელფოსტის გამოყენებით გადაგზავნილი ყალბი ინვოისის საფუძველზე, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს საფასური - 545.784 ევრო - მოტყუებით გადაარიცხინეს არარეზიდენტი საწარმოს უცხოურ საბანკო ანგარიშზე. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები, ფულის გათეთრების მიზნით, არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით გადაირიცხა სხვადასხვა ქვეყანაში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული იურიდიული პირის მეშვეობით ჩადენილი ქმედება ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქისა და იურიდიული პირის მიმართ არის დაწყებული, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, ესპანეთის სამეფოში მოქმედ საწარმოს დაუკავშირდნენ კონტრაქტორი კომპანიის სახელით და რეალურთან მიმსგავსებული ელფოსტის გამოყენებით გადაგზავნილი ყალბი ინვოისის საფუძველზე, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს საფასური - 545.784 ევრო - მოტყუებით გადაარიცხინეს არარეზიდენტი საწარმოს უცხოურ საბანკო ანგარიშზე.
მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები, ფულის გათეთრების მიზნით, არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით გადაირიცხა სხვადასხვა ქვეყანაში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე.
„უკანონოდ მოპოვებული თანხის ნაწილი - 184.353 ევრო, ყალბი ინვოისების და ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოში, ბრალდებულის მიერ დაფუძნებული და მის გამგებლობაში არსებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა. ქართული კომპანიის საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხები, კონვერტირებული იქნა აშშ დოლარში და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე გადაირიცხა საზღვარგარეთ, ბრალდებულთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული იურიდიული პირის მეშვეობით ჩადენილი ქმედება ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.