ჭუბერთან მომხდარ ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2025
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე ნესკრაში გადავარდა.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე ენგურში გადავარდა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილებს ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
როგორც შსს-ის პრეს-სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის ორივე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0