https://sputnik-georgia.com/20250930/britaneli-parlamentaris-kritikas-saqartveloshi-upasuxes-295156378.html
ბრიტანელი პარლამენტარის კრიტიკას საქართველოში მკვეთრი რეაგირება მოჰყვა
ბრიტანელი პარლამენტარის კრიტიკას საქართველოში მკვეთრი რეაგირება მოჰყვა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია მზადაა პარტნიორებთან ითანამშრომლოს „ქვეყნის რეალურ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, თუ დიალოგისადმი ინტერესი გულწრფელია“, განაცხადა... 30.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-30T21:00+0400
2025-09-30T21:00+0400
2025-09-30T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოცნება
დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1e/295151153_0:553:880:1048_1920x0_80_0_0_e0f58c651937b9ea3a07ce113641842f.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. პოლიტიკოსები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ცნობენ 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, დაინტერესებული არიან რადიკალური ძალების ხელისუფლებაში მოყვანით და ამ საკითხს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ, რაც ქვეყნის ხელისუფლებისთვის მიუღებელია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა ბრიტანელი პარლამენტარ ჯეიმს მაკკლირის განცხადების კომენტირებისას. გუშინ, მაკკლირიმ, PACE-ში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჟურნალისტები, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები და მისცეს ქართველ ხალხს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. მისი თქმით, ეს ნაბიჯები აუცილებელია, „თუ ხელისუფლებას სურს, რომ მათმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეწყვიტონ სანქციებით მუქარა და მათი ავტორიტარული ქმედებების დაგმობა“. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი პარტია მზადაა პარტნიორებთან ითანამშრომლოს „ქვეყნის რეალურ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, თუ დიალოგისადმი ინტერესი გულწრფელია“. თუმცა, ამ საკითხების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება მიუღებელია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ „მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია, რათა დაემყარებინა დიალოგი მათ შორის ოპონენტებთან“. მისი თქმით, ახლა აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა, თითოეული მხარის ლეგიტიმური საკითხების განხილვა და იმ პრობლემების მოგვარების ცდა, რომლებიც ნორმალურ ურთიერთობებს უშლის ხელს. „და თუ ვინმემ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები, ეს ალბათ ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნებს. ამიტომ, სანამ ისინი ამგვარად იმოქმედებენ, ჩვენ ჩვენი მცრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმა გაგვიჭირდება“, - დასძინა მახაშვილმა. საქართველო და დიდი ბრიტანეთიჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1e/295151153_0:471:880:1131_1920x0_80_0_0_d8f5d367423a4c040173f1fc3dde28c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები
ბრიტანელი პარლამენტარის კრიტიკას საქართველოში მკვეთრი რეაგირება მოჰყვა
მმართველი პარტია მზადაა პარტნიორებთან ითანამშრომლოს „ქვეყნის რეალურ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, თუ დიალოგისადმი ინტერესი გულწრფელია“, განაცხადა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. პოლიტიკოსები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ცნობენ 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, დაინტერესებული არიან რადიკალური ძალების ხელისუფლებაში მოყვანით და ამ საკითხს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ, რაც ქვეყნის ხელისუფლებისთვის მიუღებელია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა ბრიტანელი პარლამენტარ ჯეიმს მაკკლირის განცხადების კომენტირებისას.
გუშინ, მაკკლირიმ, PACE-ში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჟურნალისტები, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები და მისცეს ქართველ ხალხს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. მისი თქმით, ეს ნაბიჯები აუცილებელია, „თუ ხელისუფლებას სურს, რომ მათმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეწყვიტონ სანქციებით მუქარა და მათი ავტორიტარული ქმედებების დაგმობა“.
„მათი ინტერესია რადიკალური ძალების ხელისუფლებაში მოყვანა. ჩვენ ველოდებით, რომ ის ძალები, რომელთა მიზანია „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა რადიკალური ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება, გააგრძელებენ მსგავს განცხადებებს“, - განაცხადა მახაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი პარტია მზადაა პარტნიორებთან ითანამშრომლოს „ქვეყნის რეალურ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, თუ დიალოგისადმი ინტერესი გულწრფელია“. თუმცა, ამ საკითხების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება მიუღებელია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ „მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია, რათა დაემყარებინა დიალოგი მათ შორის ოპონენტებთან“.
„მაგრამ აი ის ვინც დიალოგი გაყინა და პატარა ბავშვივით გარბის მაგიდიდან, -ეს ის პოლიტიკოსები არიან, რომელთა განცხადებებიც გუშინ ჩვენ გვესმოდა.ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ის არ უნდა იყოს აგებული შანტაჟზე, იძულებაზე ან ძალის დემონსტრირებაზე“, - აღნიშნა მახაშვილმა.
მისი თქმით, ახლა აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა, თითოეული მხარის ლეგიტიმური საკითხების განხილვა და იმ პრობლემების მოგვარების ცდა, რომლებიც ნორმალურ ურთიერთობებს უშლის ხელს.
„და თუ ვინმემ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები, ეს ალბათ ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნებს. ამიტომ, სანამ ისინი ამგვარად იმოქმედებენ, ჩვენ ჩვენი მცრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმა გაგვიჭირდება“, - დასძინა მახაშვილმა.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.