ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა აგვისტოში გაიზარდა

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2025
გამოწერა
აგვოსტოს ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2025 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით,642 მლნ ლარით, ანუ 0,97%-ით გაიზარდა და 1-ელი სექტემბრისთვის 66,76 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 351,57 მილიონი ლარით, ანუ 1,92%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 290,43 მილიარდი ლარით, ანუ 1,04%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოს ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,77 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,17%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 18,97 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ივლისის მაჩვენებელზე 0,86%-ით მეტია.
2025 წლის აგვისტოში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,12%-ით, ანუ 381,86 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, 34,59 მლრდ ლარი შეადგინა.
სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 57,59% შეადგინა, რაც 0,03 პროცენტული პუნქტით მემტია 2025 წლის 1-ელი აგვისტოს მაჩვენებელზე.
აგვოსტოს ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0