https://sputnik-georgia.com/20250929/susma-guria-enerjis-direqtori-daakava-295139711.html
403,095 ლარის ოდენობის თაღლითობა: სუს-მა მსხვილი კომპანიის მფლობელი დააკავა
403,095 ლარის ოდენობის თაღლითობა: სუს-მა მსხვილი კომპანიის მფლობელი დააკავა
Sputnik საქართველო
საქმე ეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. 29.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-29T15:14+0400
2025-09-29T15:14+0400
2025-09-29T15:14+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 403,095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი დააკავა, საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს კი ბრალდება წარედგინება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ განაცხადა, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას - კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.როგორც მან აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნით, „გურია ენერჯის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული/ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია.აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
403,095 ლარის ოდენობის თაღლითობა: სუს-მა მსხვილი კომპანიის მფლობელი დააკავა
საქმე ეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 403,095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი დააკავა, საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს კი ბრალდება წარედგინება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ განაცხადა, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას - კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3,52 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, შპს ,,გურია ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მ.ჟ. ტენდერის შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის პ.რ-ს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403.095 ლარს", - განაცხადა გაგნიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნით, „გურია ენერჯის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული/ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.