https://sputnik-georgia.com/20250928/rusetm-xorbalze-gadasaxadi-gazarda-295132102.html
რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი გაზარდა
რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი გაზარდა
Sputnik საქართველო
რუსეთში საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი სუბსიდიის სახით მწარმოებლებს უბრუნდება 28.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-28T21:37+0400
2025-09-28T21:37+0400
2025-09-28T22:06+0400
რუსეთი
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/15/279989478_0:206:3076:1936_1920x0_80_0_0_1b2e7f1b8dda739c394fa2c0f90a080c.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. რუსეთმა 24 სექტემბრიდან ხორბალზე საექსპორტო გადასახადი 32,2%-ით გაზარდა, იუწყება რუსული მედია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით.რუსეთმა 2021 წლის 2 ივნისიდან ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა, რომელიც მარცვლოვანთა დემპფერის მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს. გადასახადი რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე 24-30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ტონაზე 6.55,6 რუბლამდე გაიზრდება, სიმინდზე - 743,1 რუბლამდე, ქერის გატანა კი ნულოვანი რჩება.რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის გადასახადმა 17-23 სექტემბრის პერიოდში შეადგინა 1 ტონაზე 495,9 რუბლი, ქერის ექსპორტზე – 398,2 რუბლი.ტარიფები გამოითვალა საორიენტაციო ფასების საფუძველზე: ხორბლის შემთხვევაში - 226 დოლარი ტონაზე (წინა პერიოდისთვის 226,3 დოლარი), ქერის - 207,9 დოლარი (209,7 დოლარი), სიმინდის - 226 დოლარი (223,1 დოლარი).თავდაპირველად, გადასახადის ოდენობა დოლარებში გამოითვლებოდა. 2022 წლის ივლისიდან იგი რუბლებში განისაზღვრა. გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობა 70%-ს შეადგენს.გადასახადებისგან მიღებული სახსრები ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და საფურაჟე ქერის მწარმოებლების სუბსიდირების სახით რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს უბრუნდებათ. სუბსიდიები წარმოებული პროდუქციის მოცულობის შესაბამისად გადანაწილდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/15/279989478_264:0:2993:2047_1920x0_80_0_0_ad8cb93eb2e58c70bc7f427ccb59e7d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, საქართველო, ახალი ამბები
რუსეთი, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, საქართველო, ახალი ამბები
რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი გაზარდა
21:37 28.09.2025 (განახლებულია: 22:06 28.09.2025) რუსეთში საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი სუბსიდიის სახით მწარმოებლებს უბრუნდება
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. რუსეთმა 24 სექტემბრიდან ხორბალზე საექსპორტო გადასახადი 32,2%-ით გაზარდა, იუწყება რუსული მედია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით.
რუსეთმა 2021 წლის 2 ივნისიდან ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა, რომელიც მარცვლოვანთა დემპფერის მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს.
გადასახადი რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე 24-30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ტონაზე 6.55,6 რუბლამდე გაიზრდება, სიმინდზე - 743,1 რუბლამდე, ქერის გატანა კი ნულოვანი რჩება.
რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის გადასახადმა 17-23 სექტემბრის პერიოდში შეადგინა 1 ტონაზე 495,9 რუბლი, ქერის ექსპორტზე – 398,2 რუბლი.
ტარიფები გამოითვალა საორიენტაციო ფასების საფუძველზე: ხორბლის შემთხვევაში - 226 დოლარი ტონაზე (წინა პერიოდისთვის 226,3 დოლარი), ქერის - 207,9 დოლარი (209,7 დოლარი), სიმინდის - 226 დოლარი (223,1 დოლარი).
თავდაპირველად, გადასახადის ოდენობა დოლარებში გამოითვლებოდა. 2022 წლის ივლისიდან იგი რუბლებში განისაზღვრა. გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობა 70%-ს შეადგენს.
გადასახადებისგან მიღებული სახსრები ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და საფურაჟე ქერის მწარმოებლების სუბსიდირების სახით რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს უბრუნდებათ. სუბსიდიები წარმოებული პროდუქციის მოცულობის შესაბამისად გადანაწილდება.