https://sputnik-georgia.com/20250928/moldovashi-saparlamento-archevnebi-mimdinareobs-295128937.html
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება, ხოლო არჩევნების ოფიციალური შედეგები 29 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გამოქვეყნდება. 28.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-28T14:00+0400
2025-09-28T14:00+0400
2025-09-28T14:00+0400
მსოფლიო დღეს
მოლდოვა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252276957_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_87c4bdecdc07806adefb61e0b2125999.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ხმის მიცემა დაიწყო, იუწყება „Sputnik - მოლდოვა".მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს ხუთი პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-ია, ბლოკებისთვის - 7%, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის - 2%.საზღვარგარეთ, 41 ქვეყანაში, 301 საარჩევნო უბანია გახსნილი. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებში პირველად, მოლდოვას მოქალაქეებისთვის ფოსტით ხმის მიცემა 10 ქვეყანაში გახდა ხელმისაწვდომი. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ გახსნილ 2,274 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა 07:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათზე დასრულდება.აქედან 1.961 საარჩევნო უბანი მოლდოვას რესპუბლიკის ფარგლებში არსებულ საარჩევნო ოლქებშია განთავსებული, ხოლო 12 საარჩევნო უბანი დნესტრის მარცხენა სანაპიროზე არსებული დასახლებების ამომრჩევლებისთვისაა განკუთვნილი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 41 ქვეყანაში საზღვარგარეთ არსებული 301 საარჩევნო უბნის სია დაამტკიცა, მათ შორის ოთხი სპეციალური უბანი ფოსტით გაგზავნილი ხმების დასამუშავებლად. რუსეთში მხოლოდ ორი უბანი გაიხსნა, ორივე მოსკოვში. 2024 წლის არჩევნებთან შედარებით, პირდაპირი ხმის მიცემისთვის დამატებით 69 უბანი შეიქმნა.ამ არჩევნებში ფოსტით ხმას ათი ქვეყნის მოქალაქეები მისცემენ: აშშ, კანადა, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. რუსეთი სიაში არ არის. წინასწარი ვარაუდით, ძირითადი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას შორის იქნება – მოქმედი პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიასა“ და ყოფილი პრეზიდენტ იგორ დოდონის ხელმძღვანელობით მოქმედ პრორუსულ „პატრიოტულ ბლოკს“ შორის.საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება, ხოლო არჩევნების ოფიციალური შედეგები 29 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გამოქვეყნდება.
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252276957_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_bf821d749b818450a3896a7341e7e13e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოლდოვა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
მოლდოვა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება, ხოლო არჩევნების ოფიციალური შედეგები 29 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გამოქვეყნდება.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ხმის მიცემა დაიწყო, იუწყება „Sputnik - მოლდოვა".
მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს ხუთი პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-ია, ბლოკებისთვის - 7%, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის - 2%.
საზღვარგარეთ, 41 ქვეყანაში, 301 საარჩევნო უბანია გახსნილი. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებში პირველად, მოლდოვას მოქალაქეებისთვის ფოსტით ხმის მიცემა 10 ქვეყანაში გახდა ხელმისაწვდომი.
როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ გახსნილ 2,274 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა 07:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათზე დასრულდება.
აქედან 1.961 საარჩევნო უბანი მოლდოვას რესპუბლიკის ფარგლებში არსებულ საარჩევნო ოლქებშია განთავსებული, ხოლო 12 საარჩევნო უბანი დნესტრის მარცხენა სანაპიროზე არსებული დასახლებების ამომრჩევლებისთვისაა განკუთვნილი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 41 ქვეყანაში საზღვარგარეთ არსებული 301 საარჩევნო უბნის სია დაამტკიცა, მათ შორის ოთხი სპეციალური უბანი ფოსტით გაგზავნილი ხმების დასამუშავებლად. რუსეთში მხოლოდ ორი უბანი გაიხსნა, ორივე მოსკოვში. 2024 წლის არჩევნებთან შედარებით, პირდაპირი ხმის მიცემისთვის დამატებით 69 უბანი შეიქმნა.
ამ არჩევნებში ფოსტით ხმას ათი ქვეყნის მოქალაქეები მისცემენ: აშშ, კანადა, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. რუსეთი სიაში არ არის.
წინასწარი ვარაუდით, ძირითადი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას შორის იქნება – მოქმედი პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიასა“ და ყოფილი პრეზიდენტ იგორ დოდონის ხელმძღვანელობით მოქმედ პრორუსულ „პატრიოტულ ბლოკს“ შორის.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება, ხოლო არჩევნების ოფიციალური შედეგები 29 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გამოქვეყნდება.