https://sputnik-georgia.com/20250928/lagodexshi-stiqiis-salikvidacio-shtabi-sheiqmna-295129463.html
ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა
ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა
Sputnik საქართველო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 28.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-28T18:08+0400
2025-09-28T18:08+0400
2025-09-28T18:08+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/15/295036041_0:300:1601:1200_1920x0_80_0_0_bf2e3a8af0eb1bcf646d278ddcaa44bd.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა, რომელიც სტიქიის ზონაში მომუშავე უწყებების კოორდინაციას მოახდენს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამაშველო ბრიგადები, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ.ქადაგიშვილთან ერთად არიან სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი. ისინი დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ეცნობიან. ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს. უხვი ნალექის შედეგად გუშინ ნინოს ხევი, შრომის ხევი, კაბალისა და არეშფერანის მდინარეები ადიდდა, რამაც ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. დაზიანებულია ავეჯი და ტექნიკა. სტიქიამ ყველაზე მეტად ნინიგორის, კაბალის, ცოდნისკარის, გიორგეთის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, თუმცა ამ დრომდე მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. მიზეზი სოფელ ბაისუბნის ხიდის დაზიანებაა, რის გამოც ამ მიმართულებით საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. რაც შეეხება სხვა სოფლებს, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადიდებული მდინარეებზე კალაპოტის შეცვლის შემდეგ, სოფლის შიდა და ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის დინება შეწყდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/15/295036041_0:0:1601:1200_1920x0_80_0_0_f71cf3ca7d95755a526c7b23c20914e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა, რომელიც სტიქიის ზონაში მომუშავე უწყებების კოორდინაციას მოახდენს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამაშველო ბრიგადები, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა.
„სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დიდია წყალმოვარდნის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი. ოპერატიული შტაბი შეკრებილია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სამინისტროებთან პირდაპირ კონტაქტში ვართ. მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც ოპერატიულად წმენდს იმ ადგილებს, სადაც წყალმოვარდნები იყო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელიც სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფება.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ.
ქადაგიშვილთან ერთად არიან სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი. ისინი დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ეცნობიან.
ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს. უხვი ნალექის შედეგად გუშინ ნინოს ხევი, შრომის ხევი, კაბალისა და არეშფერანის მდინარეები ადიდდა, რამაც ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. დაზიანებულია ავეჯი და ტექნიკა.
სტიქიამ ყველაზე მეტად ნინიგორის, კაბალის, ცოდნისკარის, გიორგეთის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, თუმცა ამ დრომდე მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. მიზეზი სოფელ ბაისუბნის ხიდის დაზიანებაა, რის გამოც ამ მიმართულებით საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
რაც შეეხება სხვა სოფლებს, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადიდებული მდინარეებზე კალაპოტის შეცვლის შემდეგ, სოფლის შიდა და ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის დინება შეწყდა.