https://sputnik-georgia.com/20250928/foodex-saudi-qartuli-produqcia-waradgines-295130105.html
ქართული პროდუქცია საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე გამოჩნდა
ქართული პროდუქცია საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე გამოჩნდა
Sputnik საქართველო
Foodex Saudi - საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელშიც საკვები და სასმელი პროდუქციის სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილებას 50-ზე... 28.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-28T18:52+0400
2025-09-28T18:52+0400
2025-09-28T18:52+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საუდის არაბეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/07/267236105_0:454:2730:1990_1920x0_80_0_0_a4f7822e5a355bc16c7f46a50e93b233.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საუდის არაბეთში გამართულ საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე ექვსმა ქართულმა კომპანიამ თაფლი, ორგანული წვენები, თხილი, სხვადასხვა სახის ტკბილეული და შეციებული ცხვრის ხორცი წარადგინა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, Foodex Saudi 2025-ის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე საქართველოს ეროვნული პავილიონი მოეწყო.საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ რევაზიშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენა Foodex Saudi 2025 არის ერთ-ერთი დიდი გამოფენაა არამარტო საუდის არაბეთის სამეფოში, არამედ მთელ ყურის რეგიონში.Foodex Saudi - საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელშიც საკვები და სასმელი პროდუქციის სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილებას 50-ზე მეტი ქვეყანიდან. გამოფენას 500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ესწრება.საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/07/267236105_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_10055773d82fb4865afc40e5325511e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საუდის არაბეთი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საუდის არაბეთი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართული პროდუქცია საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე გამოჩნდა
Foodex Saudi - საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელშიც საკვები და სასმელი პროდუქციის სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილებას 50-ზე მეტი ქვეყანიდან. გამოფენას 500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ესწრება.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საუდის არაბეთში გამართულ საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე ექვსმა ქართულმა კომპანიამ თაფლი, ორგანული წვენები, თხილი, სხვადასხვა სახის ტკბილეული და შეციებული ცხვრის ხორცი წარადგინა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, Foodex Saudi 2025-ის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე საქართველოს ეროვნული პავილიონი მოეწყო.
„ჩვენ ვეხმარებით ქართველ მწარმოებლებს, წარმოადგინონ პროდუქცია მათთვის მნიშვნელოვან ბაზრებზე. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში - საუდის არაბეთის სამეფოში საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ურუშაძემ.
საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ რევაზიშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენა Foodex Saudi 2025 არის ერთ-ერთი დიდი გამოფენაა არამარტო საუდის არაბეთის სამეფოში, არამედ მთელ ყურის რეგიონში.
„ქართულ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, პირდაპირი კონტაქტი დაამყარონ ადგილობრივ პარტნიორებთან და განიხილონ ქართული პროდუქციის საუდის არაბეთის სამეფოში იმპორტირების გაზრდის შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის“, - აღნიშნა რევაზიშვილმა.
Foodex Saudi - საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელშიც საკვები და სასმელი პროდუქციის სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილებას 50-ზე მეტი ქვეყანიდან. გამოფენას 500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ესწრება.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.