https://sputnik-georgia.com/20250928/arasamtavrobo-organizaciebistvis-grantze-konkursi-gamocxadda-295122543.html
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
კონკურსით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს განაცხადების წარდგენა 2025 წლის 27 ოქტომბრამდე შეუძლიათ. 28.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-28T09:52+0400
2025-09-28T09:52+0400
2025-09-28T09:52+0400
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_d5eb8cf4fd2f1aa19e5452749b37d649.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინსტიტუციური განვითარების გრანტზე კონკურსი გამოაცხადა.უწყების ცნობით, კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული პოტენციალის გაძლიერება, გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა და მათი სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა სახელმწიფო გრანტების გაცემით პრიორიტეტული სფეროებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად.საგრანტო განაცხადი ან პროექტი უნდა შეიცავდეს: სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და მიზნად ისახავს ეროვნული ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე გავლენის მოხდენას.გრანტის განაცხადში მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 700 ათას ლარს, ხოლო გრანტის პროექტის განხორციელების პერიოდი უნდა იყოს არანაკლებ 9 თვე და საგრანტო ხელშეკრულების დადების დღიდან არაუმეტეს 24 თვე.საჯარო კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ.საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეუძლია საჯარო კონკურსში მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადის წარდგენა. საჭირო დოკუმენტებს შორისაა ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა და პროექტის ექსპერტის რეზიუმეები, რეკომენდაციის წერილი და არასამთავრობო ორგანიზაციის საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობა.კონკურსით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს განაცხადების წარდგენა 2025 წლის 27 ოქტომბრამდე შეუძლიათ.2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 20 მილიონი ლარი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, თავად სააგენტოს შესაქმნელად, ასევე თანამშრომლების ხელფასებისა და გრანტების გასაცემად იქნება გამოყენებული.ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციებიბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლებამ რიგი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა.ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა „უცხოური ძალაა".გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_217:0:2886:2002_1920x0_80_0_0_b297f879cb263e81f3b0909735dddeda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
კონკურსით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს განაცხადების წარდგენა 2025 წლის 27 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინსტიტუციური განვითარების გრანტზე კონკურსი გამოაცხადა.
უწყების ცნობით, კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული პოტენციალის გაძლიერება, გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა და მათი სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა სახელმწიფო გრანტების გაცემით პრიორიტეტული სფეროებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად.
საგრანტო განაცხადი ან პროექტი უნდა შეიცავდეს: სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და მიზნად ისახავს ეროვნული ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე გავლენის მოხდენას.
გრანტის განაცხადში მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 700 ათას ლარს, ხოლო გრანტის პროექტის განხორციელების პერიოდი უნდა იყოს არანაკლებ 9 თვე და საგრანტო ხელშეკრულების დადების დღიდან არაუმეტეს 24 თვე.
საჯარო კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ.
საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეუძლია საჯარო კონკურსში მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადის წარდგენა. საჭირო დოკუმენტებს შორისაა ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა და პროექტის ექსპერტის რეზიუმეები, რეკომენდაციის წერილი და არასამთავრობო ორგანიზაციის საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობა.
კონკურსით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს განაცხადების წარდგენა 2025 წლის 27 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 20 მილიონი ლარი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, თავად სააგენტოს შესაქმნელად, ასევე თანამშრომლების ხელფასებისა და გრანტების გასაცემად იქნება გამოყენებული.
ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლებამ რიგი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა „უცხოური ძალაა".
გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.