https://sputnik-georgia.com/20250927/saqartvelos-mtavari-amocanaa-liderobis-senarcuneba-ekonomikis-zrdis-tempit-premieri-295118548.html
ჩვენი მთავარი ამოცანაა ლიდერობის შენარჩუნება ეკონომიკის ზრდის ტემპით - პრემიერ-მინისტრი
ჩვენი მთავარი ამოცანაა ლიდერობის შენარჩუნება ეკონომიკის ზრდის ტემპით - პრემიერ-მინისტრი
Sputnik საქართველო
2025 წლის ივლისში საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6,5% შეადგინა (2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). 27.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-27T12:52+0400
2025-09-27T12:52+0400
2025-09-27T12:52+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/64/238916435_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_ff6c8ad814d9e28f0d899225fc77ce2a.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აპირებს შეინარჩუნოს ლიდერობა რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განახლებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა წელს 7%-ით გაიზრდება, აზერბაიჯანის მშპ-ს ზრდა კი 2%-ით, ხოლო სომხეთის - 5%-ით არის პროგნოზირებული.„EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება“, - განაცხადა კობახიძემ.მან აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს.2025 წლის ივლისში საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6,5% შეადგინა (2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).საერთაშორისო სავალუტო ფონდის ივლისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7,2%-მდე შენელდება და საშუალოვადიან პერსპექტივაში პოტენციურ 5%-იან დონეს მიუახლოვდება.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/64/238916435_0:0:1777:1333_1920x0_80_0_0_be08ba83b26f84bf1b7364a637a050b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ჩვენი მთავარი ამოცანაა ლიდერობის შენარჩუნება ეკონომიკის ზრდის ტემპით - პრემიერ-მინისტრი
2025 წლის ივლისში საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6,5% შეადგინა (2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აპირებს შეინარჩუნოს ლიდერობა რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განახლებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა წელს 7%-ით გაიზრდება, აზერბაიჯანის მშპ-ს ზრდა კი 2%-ით, ხოლო სომხეთის - 5%-ით არის პროგნოზირებული.
„EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება“, - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აქვს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა. გვაქვს კორუფციის მცირე დონე, გამორჩეული ვართ ამ კუთხითაც არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. გვყავს ძლიერი ინსტიტუტები და სწორედ ეს განგვასხვავებს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვთ ჩვენზე ბევრად დაბალი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა პრემიერმა.
2025 წლის ივლისში საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6,5% შეადგინა (2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ივლისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7,2%-მდე შენელდება და საშუალოვადიან პერსპექტივაში პოტენციურ 5%-იან დონეს მიუახლოვდება.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.