https://sputnik-georgia.com/20250927/ras-dapirda-premieri-biznesmenebs-vefxvazr-295121568.html
რას დაპირდა პრემიერი ბიზნესმენებს - ვეფხვაძე
რას დაპირდა პრემიერი ბიზნესმენებს - ვეფხვაძე
Sputnik საქართველო
თბილისში ბიზნესასოციაციის კონფერენცია სახელწოდებით - „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა - მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ გაიმართა 27.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-27T18:48+0400
2025-09-27T18:48+0400
2025-09-27T18:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
კომპანიების ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24444/41/244444195_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_406808e1f70788dd8349a604375c21aa.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეწარმეებს დაჰპირდა, რომ მოხსნიდა ყველა ბიუროკრატიულ ბარიერს, რომელიც ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ კონფერენციის შემდეგ.ბიზნესასოციაციის კონფერენცია სახელწოდებით - „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა - მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ - თბილისში გაიმართა. ღონისძიებაზე ქვეყნის ეკონომიკის და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.ვეფხვაძის თქმით, შეხვედრა ორ ნაწილს მოიცავდა. ერთი იყო ბიზნესის პოზიციის მოსმენა და გაზიარება, მათ შორის გაერთიანებული აზრი, რომელიც წარმოდგენილი იყო პრეზენტაციის სახით.„ეს არის ჩვენი ბიზნესკლიმატის ინდექსი, სადაც საუბარია როგორც პოზიტიურ ტენდენციებსა და ტრენდებზე, ასევე გამოწვევებზე. მეორე ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე ძალიან უშუალო და ღია დიალოგი ბიზნესსა და პრემიერ-მინისტრს შორის. იყო დასმული კითხვები“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.ვეფხვაძის თქმით, მეწარმეებმა დასვეს კითხვები, რომლებიც ეხებოდა ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს, ქვეყნის განვითარების მაკროეკონომიკურ პერსპექტივებს, რაზეც შესაბამისი პასუხები მიიღეს.მისი თქმით, BAG-ის ინდექსმა ნათლად აჩვენა, რომ ბოლო კვარტალში აშკარა ზრდა იყო, რაც აისახა კომპანიების ბრუნვის ზრდაში, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში და ა.შ.„ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც დასაქმების ინდექსი, საინვესტიციო აქტივობა და ა.შ. ზრდას ჩვენ სამივე ძირითად მიმართულებით ვხედავთ. ბიზნესკლიმატი გაუმჯობესებულია, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს წარმოადგენენ. თითოეული ჰოლდინგური ჯგუფი, თავის მხრივ, მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესებს. ამრიგად, საერთო ჯამში, BAG სხვადასხვა მოცულობის 1200-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24444/41/244444195_284:0:3015:2048_1920x0_80_0_0_68540001dd93cde307bf3ce4384df3b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, კომპანიების ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, კომპანიების ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რას დაპირდა პრემიერი ბიზნესმენებს - ვეფხვაძე
თბილისში ბიზნესასოციაციის კონფერენცია სახელწოდებით - „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა - მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ გაიმართა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეწარმეებს დაჰპირდა, რომ მოხსნიდა ყველა ბიუროკრატიულ ბარიერს, რომელიც ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ კონფერენციის შემდეგ.
ბიზნესასოციაციის კონფერენცია სახელწოდებით - „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა - მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ - თბილისში გაიმართა. ღონისძიებაზე ქვეყნის ეკონომიკის და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.
„გამოწვევების ნაწილში გამოჩნდა, რომ ოდნავ გაზრდილია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები, რაზეც პრემიერ-მინისტრთან ძალიან ღიად იყო საუბარი. მათ შორის, პრემიერის მხრიდან იყო შეპირება, რომ ყველა ის ბარიერი, რომელიც აქამდე არსებობდა, ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით, ბუნებრივად იქნება მოხსნილი“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ვეფხვაძის თქმით, შეხვედრა ორ ნაწილს მოიცავდა. ერთი იყო ბიზნესის პოზიციის მოსმენა და გაზიარება, მათ შორის გაერთიანებული აზრი, რომელიც წარმოდგენილი იყო პრეზენტაციის სახით.
„ეს არის ჩვენი ბიზნესკლიმატის ინდექსი, სადაც საუბარია როგორც პოზიტიურ ტენდენციებსა და ტრენდებზე, ასევე გამოწვევებზე. მეორე ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე ძალიან უშუალო და ღია დიალოგი ბიზნესსა და პრემიერ-მინისტრს შორის. იყო დასმული კითხვები“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.
ვეფხვაძის თქმით, მეწარმეებმა დასვეს კითხვები, რომლებიც ეხებოდა ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს, ქვეყნის განვითარების მაკროეკონომიკურ პერსპექტივებს, რაზეც შესაბამისი პასუხები მიიღეს.
მისი თქმით, BAG-ის ინდექსმა ნათლად აჩვენა, რომ ბოლო კვარტალში აშკარა ზრდა იყო, რაც აისახა კომპანიების ბრუნვის ზრდაში, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში და ა.შ.
„ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც დასაქმების ინდექსი, საინვესტიციო აქტივობა და ა.შ. ზრდას ჩვენ სამივე ძირითად მიმართულებით ვხედავთ. ბიზნესკლიმატი გაუმჯობესებულია, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს წარმოადგენენ. თითოეული ჰოლდინგური ჯგუფი, თავის მხრივ, მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესებს. ამრიგად, საერთო ჯამში, BAG სხვადასხვა მოცულობის 1200-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.