ლარის მიმართ ნდობა წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად იზრდება - თურნავა

© National Bank of Georgiaეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2025
გამოწერა
2 ოქტომბერს ლარის დაბადების დღეს - 1995 წლის ამ დღიდან ის ქვეყანაში გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად იქცა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის მიმართ სულ უფრო მეტად იზრდება ნდობა საქართველოს მოსახლეობასა და ბიზნესის წრეებში, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე, რომელიც ლარის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
2025 წელს მიმოქცევაში ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის, შემოღებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ლარის საიუბილეო წელს ეროვნული ბანკი სხვადასხვა ღონისძიებას მართავს, მათ შორის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის 30 ლარიანი მონეტების პრეზენტაციებსა და გაყიდვებს, ასევე საკოლექციო ბანკნოტისა და მარკის გამოშვებას.
© National Bank of Georgiaეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე
Президент Национального банка Натия Турнава на презентации юбилейной почтовой марки, выпущенной в связи с 30-летием лари - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2025
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე
„თუ 15 წლის წინ ლარში დენომინირებული დეპოზიტების წილი მხოლოდ 30% იყო, ახლა 50-50%-ზეა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობისა და ბიზნესის უფრო მეტი წილი ანდობს თავის დანაზოგებს ლარს. ლარი რეალურად იქცა როგორც ანგარიშსწორების, ასევე დაზოგვის, ინვესტირების სანდო საშუალებად და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
© National Bank of Georgiaეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე
Президент Национального банка Натия Турнава на презентации юбилейной почтовой марки, выпущенной в связи с 30-летием лари - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2025
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე
საიუბილეო მარკა „ქართული ფული - ეროვნული ვალუტა - 30 წელი" ეროვნული ბანკის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედმა კომისიამ გამოუშვა და ის საქართველოს ფოსტამ დაამზადა. მარკაზე ლარის ბანკნოტების ნიშნებია დატანილი და ეროვნული ვალუტის 30-წლიანი განვითარებას ასახავს.
© National Bank of Georgiaეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე
Президент Национального банка Натия Турнава на презентации юбилейной почтовой марки, выпущенной в связи с 30-летием лари - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2025
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე
ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ფოსტასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიუბილეო მარკის გამოშვებისთვის და აღნიშნა, რომ ლარისადმი მიძღვნილი ახალი მარკების სერია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ფილატელისტიკაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
© National Bank of Georgiaეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე
Президент Национального банка Натия Турнава на презентации юбилейной почтовой марки, выпущенной в связи с 30-летием лари - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2025
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე
საიუბილეო მარკის პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა, სადაც 1920-21 წლებში ქვეყნის პირველი ცენტრალური ბანკი - საქართველოს სახელმწიფო ბანკი ფუნქციონირებდა.
© National Bank of Georgiaეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე
Президент Национального банка Натия Турнава на презентации юбилейной почтовой марки, выпущенной в связи с 30-летием лари - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2025
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე
ქართული მარკა მიმოქცევაშია 2025 წლის სექტემბრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.
2 ოქტომბერს ლარის დაბადების დღეს - 1995 წლის ამ დღიდან ის ქვეყანაში გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად იქცა. ძველქართულად „ლარი“ ნიშნავს „მემკვიდრეობას, ქონენას“.
ყველა ახალი ამბავი
0