https://sputnik-georgia.com/20250926/yavelasvili-prezident-tramps-sevtavaze-urtiertobebi-sufta-furclidan-dagvewyo-295109764.html
ყაველაშვილი: პრეზიდენტ ტრამპს შევთავაზე, ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაგვეწყო
ყაველაშვილი: პრეზიდენტ ტრამპს შევთავაზე, ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაგვეწყო
Sputnik საქართველო
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამერიკის ლიდერი მას დაპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დაუკავშირდება. 26.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-26T18:28+0400
2025-09-26T18:28+0400
2025-09-26T18:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1a/295103579_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_77ef3a669a5d797671c672a01bf9cbe4.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება შესთავაზა. ამის შესახებ საქართველოს ლიდერმა ნიუ-იორკში, ჟურნალისტებს ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.ყაველაშვილისა და ტრამპის შეხვედრა შედგა ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართეს.სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამერიკის ლიდერი მას დაპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დაუკავშირდება.„დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1a/295103579_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_5fb01110530d599a2216ab95e74be669.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს პრეზიდენტი
ყაველაშვილი: პრეზიდენტ ტრამპს შევთავაზე, ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაგვეწყო
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამერიკის ლიდერი მას დაპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დაუკავშირდება.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება შესთავაზა. ამის შესახებ საქართველოს ლიდერმა ნიუ-იორკში, ჟურნალისტებს ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.
ყაველაშვილისა და ტრამპის შეხვედრა შედგა ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართეს.
„საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა. მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ყაველაშვილმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამერიკის ლიდერი მას დაპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დაუკავშირდება.
„დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.