https://sputnik-georgia.com/20250926/kulturis-saministro-xuti-muzeumis-reabilitacias-iwyebs-295096205.html
კულტურის სამინისტრო ხუთი მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს
კულტურის სამინისტრო ხუთი მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს
Sputnik საქართველო
ქვეყანაში დაახლოებით 250 მუზეუმი ფუნქციონირებს. 26.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-26T09:37+0400
2025-09-26T09:37+0400
2025-09-26T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cf4a51cc8d0d41cd572cbb483e6b5125.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. კულტურის სამინისტრო ინფრასტრუქტურულ პროექტებს - 5 მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული მუზეუმებია - გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ტიციან და გალაკტიონ ტაბიძეების სახლ-მუზეუმები ვანში, ვაჟა ფშაველას მუზეუმი და სახლ-მუზეუმი ჩარგალში. უწყების ცნობით, აღნიშნული მუზეუმების რეაბილიტაციის შემდეგ, მათი სახით საქართველოში გაჩნდება ახალი სივრცეები, სადაც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს ექნებათ საქართველოს მდიდარი კულტურის კიდევ უფრო ახლოს გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობა. ქვეყანაში დაახლოებით 250 მუზეუმი ფუნქციონირებს, საიდანაც 100-მდე მემორიალურია, 71 ისტორიული, 24 ხელოვნების მუზეუმი, 13 მუზეუმ-ნაკრძალი, 2 ლიტერატურული, კიდევ 44 კი სხვა მიმართულების. მუზეუმები ძირითადად მდებარეობს თბილისში (23%), იმერეთსა (15,9%) და კახეთში (13,5%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_109cbd1ad7c1b7c706ea991d79f9f7a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო ხუთი მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს
ქვეყანაში დაახლოებით 250 მუზეუმი ფუნქციონირებს.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. კულტურის სამინისტრო ინფრასტრუქტურულ პროექტებს - 5 მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული მუზეუმებია - გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ტიციან და გალაკტიონ ტაბიძეების სახლ-მუზეუმები ვანში, ვაჟა ფშაველას მუზეუმი და სახლ-მუზეუმი ჩარგალში.
„საქართველოში არსებულ თითოეულ მუზეუმში ჩვენი ერისთვის ძვირფასი საგანძური ინახება. სახელმწიფოს ვალია, გაუფრთხილდეს მას და ყველა პირობა შექმნას სამუზეუმო სფეროს კიდევ უფრო განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული მუზეუმების რეაბილიტაციის შემდეგ, მათი სახით საქართველოში გაჩნდება ახალი სივრცეები, სადაც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს ექნებათ საქართველოს მდიდარი კულტურის კიდევ უფრო ახლოს გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობა.
ქვეყანაში დაახლოებით 250 მუზეუმი ფუნქციონირებს, საიდანაც 100-მდე მემორიალურია, 71 ისტორიული, 24 ხელოვნების მუზეუმი, 13 მუზეუმ-ნაკრძალი, 2 ლიტერატურული, კიდევ 44 კი სხვა მიმართულების.
მუზეუმები ძირითადად მდებარეობს თბილისში (23%), იმერეთსა (15,9%) და კახეთში (13,5%).