https://sputnik-georgia.com/20250926/kobaxize-zelenskis-sityvebi-absurdulia-magram-cven-mistan-polemikasi-ar-sevalt-295100239.html
კობახიძე: ზელენსკის სიტყვები აბსურდულია, მაგრამ ჩვენ მასთან პოლემიკაში არ შევალთ
კობახიძე: ზელენსკის სიტყვები აბსურდულია, მაგრამ ჩვენ მასთან პოლემიკაში არ შევალთ
Sputnik საქართველო
ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ როგორც ხდება ეს ყველაფერი, განაცხადა პაპუაშვილმა 26.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-26T10:48+0400
2025-09-26T10:48+0400
2025-09-26T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
გაერო
გაეროს გენერალური ასამბლეა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276662492_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_b4386cefe1d12842907ce6849c4b4325.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება თავს შეიკავებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პოლემიკისგან, მისი აბსურდული განცხადებების მიუხედავად, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ევროპამ უკვე დაკარგა საქართველო და ადამიანის უფლებებისა და ევროპული ტიპის სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებული მდგომარეობა იქ მხოლოდ უარესდება“.რაც შეეხება მდგომარეობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, პრემიერის თქმით, უკრაინაში ამ თვალსაზრისით არის ტრაგიკული მდგომარეობა როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით.„როდესაც ასეთ დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს თავისთავად არის ნონსენსი. საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ ათი თავით მაღლა ვდგავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ ის მცირე დრო, რაც გამოყოფილია გაერო-ს ტრიბუნაზე გამოსასვლელად, გამოიყენა კიდევ ერთხელ და საქართველო ახსენა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მავნე მიზნები აქვს ზოგიერთს საქართველოს მიმართ.„ბატონი ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ როგორც ხდება ეს ყველაფერი, ამის გამოა ტრაგიკული. არ ვიცი, რის დაკარგვაზე საუბრობს. ადამიანმა თავისი ქვეყნის 30 პროცენტი დაკარგა, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და საკუთარი ოფიციალური სტატისტიკითვე, მოსახლეობის 40 პროცენტი გაქცეულია ქვეყნიდან. ფაქტობრივად, ეს მოსახლეობაც დაკარგა... ეს არის ის დანაკარგები, რასაც ბატონი ზელენსკი განიცდის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.სპიკერის თქმით, უკრაინაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება ერიდება ზედმეტ კომენტარებსა და შეფასებებს.პაპუაშვილმა ზელენსკის ურჩია, ყურად იღოს აშშ-ის პრეზიდენტის რჩევა და არჩევნები ჩაატაროს.„გაითვალისწინოს აშშ-ის პრეზიდენტის რჩევა და ჩაატაროს არჩევნები, ვინაიდან ჩვენს გასაცემ პასუხს მას გასცემს უკრაინელი ხალხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მან ასევე ურჩია ზელენსკის, გაითვალისწინოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის რჩევა და იყოს მადლიერი იმ ყველაფრისთვის, რაც მისთვის და უკრაინისთვის კეთდება.11 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 2,4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი" შემოიტანეს. სუს-ის ვერსიით, ასაფეთქებელი ნივთიერების მიწოდების საბოლოო პუნქტი თბილისში არსებული ერთ-ერთი სახლი იყო, ნივთიერება კი დაკავებულებს უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გადასცეს. სუს-ის მტკიცებით, „ჰექსოგენის" გამოყენება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე იგეგმებოდა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276662492_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_e0aea1103499acbac2328b4f53207fbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , გაერო, გაეროს გენერალური ასამბლეა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , გაერო, გაეროს გენერალური ასამბლეა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კობახიძე: ზელენსკის სიტყვები აბსურდულია, მაგრამ ჩვენ მასთან პოლემიკაში არ შევალთ
ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ როგორც ხდება ეს ყველაფერი, განაცხადა პაპუაშვილმა
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება თავს შეიკავებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პოლემიკისგან, მისი აბსურდული განცხადებების მიუხედავად, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ევროპამ უკვე დაკარგა საქართველო და ადამიანის უფლებებისა და ევროპული ტიპის სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებული მდგომარეობა იქ მხოლოდ უარესდება“.
„არ მინდა, შევიდე პოლემიკაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, შესაბამისად, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მან, არ ვთვლი საჭიროდ ამაზე რეაგირებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება მდგომარეობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, პრემიერის თქმით, უკრაინაში ამ თვალსაზრისით არის ტრაგიკული მდგომარეობა როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით.
„როდესაც ასეთ დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს თავისთავად არის ნონსენსი. საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ ათი თავით მაღლა ვდგავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ ის მცირე დრო, რაც გამოყოფილია გაერო-ს ტრიბუნაზე გამოსასვლელად, გამოიყენა კიდევ ერთხელ და საქართველო ახსენა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მავნე მიზნები აქვს ზოგიერთს საქართველოს მიმართ.
„ბატონი ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ როგორც ხდება ეს ყველაფერი, ამის გამოა ტრაგიკული. არ ვიცი, რის დაკარგვაზე საუბრობს. ადამიანმა თავისი ქვეყნის 30 პროცენტი დაკარგა, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და საკუთარი ოფიციალური სტატისტიკითვე, მოსახლეობის 40 პროცენტი გაქცეულია ქვეყნიდან. ფაქტობრივად, ეს მოსახლეობაც დაკარგა... ეს არის ის დანაკარგები, რასაც ბატონი ზელენსკი განიცდის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, უკრაინაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება ერიდება ზედმეტ კომენტარებსა და შეფასებებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის სპეცსამსახურებმა შემოგვიგზავნეს აქ სააკაშვილი, რათა საქართველო აერიათ. ეს გაგვიკეთა ჩვენ უკრაინის ხელისუფლებამ. ასაფეთქებელი ნივთიერებების გატარება უნდა საქართველოში, თუ ჩამოტანა, უკრაინის ხელისუფლება გვიშვება იმას, რომ აქ შეიძლება, აიწიოს ნახევარი ქალაქი, რადგან რაღაც საკუთარი მიზნები აქვთ. ყველაფრის მიუხედავად, რასაც ქართველ ხალხს უკეთებს ბატონი ზელენსკი, ჩვენ მაინც თავს ვიკავებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ზელენსკის ურჩია, ყურად იღოს აშშ-ის პრეზიდენტის რჩევა და არჩევნები ჩაატაროს.
„გაითვალისწინოს აშშ-ის პრეზიდენტის რჩევა და ჩაატაროს არჩევნები, ვინაიდან ჩვენს გასაცემ პასუხს მას გასცემს უკრაინელი ხალხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე ურჩია ზელენსკის, გაითვალისწინოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის რჩევა და იყოს მადლიერი იმ ყველაფრისთვის, რაც მისთვის და უკრაინისთვის კეთდება.
11 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 2,4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი" შემოიტანეს. სუს-ის ვერსიით, ასაფეთქებელი ნივთიერების მიწოდების საბოლოო პუნქტი თბილისში არსებული ერთ-ერთი სახლი იყო, ნივთიერება კი დაკავებულებს უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გადასცეს. სუს-ის მტკიცებით, „ჰექსოგენის" გამოყენება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე იგეგმებოდა.