https://sputnik-georgia.com/20250926/ebrd-ma-saqartvelos-ekonomikis-zrdis-prognozi-gazarda-295102897.html
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
Sputnik საქართველო
ეკონომიკის ზრდაზე შესაძლოა იმოქმედონ ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა გარე მოთხოვნა და აქტიურობა მომსახურების სფეროში, ნათქვამია ანგარიშში 26.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-26T13:31+0400
2025-09-26T13:31+0400
2025-09-26T13:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262896783_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_c2d7ce1271ba14b1fdab3371459ff2d6.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6-დან 7%-მდე გაზარდა, ნათქვამია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშში.2025 წლის ივლისში საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6,5% შეადგინა (2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).ექსპერტების პროგნოზით, ეკონომიკის ზრდაზე იმოქმედებს გარე მოთხოვნის გაძლიერება და მომსახურების სექტორის სტაბილური დინამიკა.EBRD-ის ვარაუდით, ნეგატიურ რისკებს ქმნის გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება დემოკრატიული უკუსვლის გამო და ინვესტორთა მზარდი სიფრთხილე.„ინვესტორთა ნდობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი იქნება მაკროეკონომიკური ბუფერების შენარჩუნება და ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობა“, - აღნიშნავს EBRD.საერთაშორისო სავალუტო ფონდის ივლისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7,2%-მდე შენელდება და საშუალოვადიან პერსპექტივაში პოტენციურ 5%-იან დონეს მიუახლოვდება.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262896783_230:0:2961:2048_1920x0_80_0_0_667087ced4800accca8c43acf52badbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
ეკონომიკის ზრდაზე შესაძლოა იმოქმედონ ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა გარე მოთხოვნა და აქტიურობა მომსახურების სფეროში, ნათქვამია ანგარიშში
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6-დან 7%-მდე გაზარდა, ნათქვამია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშში.
2025 წლის ივლისში საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6,5% შეადგინა (2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
„2025 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 7%-ზე არის ნავარაუდევი, ხოლო 2026-ში 5%-მდე შენელდება“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ექსპერტების პროგნოზით, ეკონომიკის ზრდაზე იმოქმედებს გარე მოთხოვნის გაძლიერება და მომსახურების სექტორის სტაბილური დინამიკა.
EBRD-ის ვარაუდით, ნეგატიურ რისკებს ქმნის გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება დემოკრატიული უკუსვლის გამო და ინვესტორთა მზარდი სიფრთხილე.
„ინვესტორთა ნდობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი იქნება მაკროეკონომიკური ბუფერების შენარჩუნება და ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობა“, - აღნიშნავს EBRD.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ივლისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7,2%-მდე შენელდება და საშუალოვადიან პერსპექტივაში პოტენციურ 5%-იან დონეს მიუახლოვდება.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.