https://sputnik-georgia.com/20250926/batumsi-ukraineli-narkorealizatori-qali-daakaves-295105515.html
ბათუმში უკრაინელი ნარკორეალიზატორი ქალი დააკავეს
ბათუმში უკრაინელი ნარკორეალიზატორი ქალი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 26.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-26T15:39+0400
2025-09-26T15:39+0400
2025-09-26T15:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24103/40/241034073_0:243:2592:1701_1920x0_80_0_0_413fecdf5f79a5fc38ee29511d260ec4.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე 21 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება ბრალდებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის ელექტრო სასწორი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24103/40/241034073_0:0:2592:1944_1920x0_80_0_0_5d9fc40b36b1c753878d3f442f9f84fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ბათუმი
ბათუმში უკრაინელი ნარკორეალიზატორი ქალი დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე 21 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი.
ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის ელექტრო სასწორი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.