https://sputnik-georgia.com/20250925/saqartvelos-yoveltvis-eqneba-reagireba-politikasi-elcebis-reagirebaze-premieri-295093352.html
საქართველოს ყოველთვის ექნება რეაგირება პოლიტიკაში ელჩების ჩარევაზე - პრემიერი
საქართველოს ყოველთვის ექნება რეაგირება პოლიტიკაში ელჩების ჩარევაზე - პრემიერი
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურის თქმით, ვენის კონვენცია კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რამაც საქართველოში ძალიან უხეში ფორმა შეიძინა. 25.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-25T16:33+0400
2025-09-25T16:33+0400
2025-09-25T16:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_0:165:2048:1317_1920x0_80_0_0_222f30fffec207a9578e7c13cb3fb9a4.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში კონკრეტული ელჩების ჩართულობაზე რეაგირება აუცილებელია, უნდა განიხილებოდეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.ზედიზედ მეორე დღეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებებისთვის ევროპული ქვეყნების ელჩებს იბარებს. თავდაპირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებები მიაწოდა გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს.მან აღნიშნა, რომ ელჩებმა მუშაობაში უნდა დაიცვან წესები, პრინციპები, ეს არის ევროპული მიდგომა.„არ შეიძლება, საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები და მათი დაბარება არის დიპლომატიური ზომა, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში“, - განაცხადა კობახიძემ.მან ელჩები პოლიტიკაში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა.„ჩვენთან პირდაპირ, უხეში ფორმით ხდება არამარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის წახალისება, რაც არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურის თქმით, ვენის კონვენცია კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რამაც საქართველოში ძალიან უხეში ფორმა შეიძინა.ოთხშაბათს, 25 სექტემბერს, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის წინააღმდეგ ბრალდებებს ცილისმწამებლური და უსაფუძვლო უწოდეს.„ჩვენ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის“, - აღნიშნეს საელჩოში.დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მათთვის ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან - მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან - შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_36:0:2012:1482_1920x0_80_0_0_bb3dadaac768bb4ff06eaa612469d85f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
საქართველოს ყოველთვის ექნება რეაგირება პოლიტიკაში ელჩების ჩარევაზე - პრემიერი
მთავრობის მეთაურის თქმით, ვენის კონვენცია კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რამაც საქართველოში ძალიან უხეში ფორმა შეიძინა.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში კონკრეტული ელჩების ჩართულობაზე რეაგირება აუცილებელია, უნდა განიხილებოდეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ზედიზედ მეორე დღეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებებისთვის ევროპული ქვეყნების ელჩებს იბარებს. თავდაპირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებები მიაწოდა გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს.
„კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა და ეს არის ვენის კონვენციის პრინციპების უხეში ხელყოფა, ამას სჭირდება რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ელჩებმა მუშაობაში უნდა დაიცვან წესები, პრინციპები, ეს არის ევროპული მიდგომა.
„არ შეიძლება, საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები და მათი დაბარება არის დიპლომატიური ზომა, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ელჩები პოლიტიკაში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა.
„ჩვენთან პირდაპირ, უხეში ფორმით ხდება არამარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის წახალისება, რაც არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვენის კონვენცია კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რამაც საქართველოში ძალიან უხეში ფორმა შეიძინა.
„ევროპა, ტრადიციულად, იყო წესებთან დაკავშირებული სიმბოლო, წესების პატივისცემის სიმბოლო და ახლა ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან ელჩები, სამწუხაროდ, ხშირად არღვევენ უხეშად პრინციპებსა და წესებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა როგორ პოლიტიკოსს“, – განაცხადა პრემიერმა.
ოთხშაბათს, 25 სექტემბერს, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის წინააღმდეგ ბრალდებებს ცილისმწამებლური და უსაფუძვლო უწოდეს.
„ჩვენ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის“, - აღნიშნეს საელჩოში.
დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მათთვის ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან - მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან - შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება.