https://sputnik-georgia.com/20250925/saqartvelos-prezidenti-gaeros-genasambleaze-qveynis-prioritetebs-waradgens-295096609.html
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის პრიორიტეტებს წარადგენს
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის პრიორიტეტებს წარადგენს
Sputnik საქართველო
გაეროს გენერალური ასამბლეის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სესია 9 სექტემბერს გაიხსნა, ხოლო ზოგადი დებატები 23-დან 27-მდე და 29 სექტემბერს გაიმართება. 25.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-25T17:02+0400
2025-09-25T17:02+0400
2025-09-25T18:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
გაერო
გაეროს გენერალური ასამბლეა
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295092322_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b3a2ea0df2af48317b153ab471cbec64.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნის პრიორიტეტებს გააცნობს, ასევე არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს განიხილავს, განაცხადა გაეროში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.სახელმწიფოს მეთაური შეერთებულ შტატებში 21 სექტემბერს გაემგზავრა. მან უკვე მიიღო მონაწილეობა გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა ღონისძიებაში, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებაში.„საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო საზოგადოებას გააცნობს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, გაუზიარებს იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს აქვს და ასევე მიღწევებს, რომლებიც საქართველოს ჰქონდა გამოწვევებით სავსე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე ეკონომიკური წინსვლის მიმართულებით“, - განაცხადა ბაქრაძემ.დღესვე გაიმართება შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელიც, დიპლომატის თქმით, ყოველთვის ძალიან აფასებს საქართველოს ერთგულებას გაეროს პრინციპების მიმართ.გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. ერთი დღით ადრე იგი სლოვაკეთის პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინის შეხვდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი სფეროები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს.ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმხრივი კავშირები ხალხებს შორის ტრადიციულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების პატივისცემას ეფუძნება. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ეკონომიკური კავშირებისა და ინდუსტრიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა.ყაველაშვილი ასევე შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს.„შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ. ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე“, - დაწერა ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.შეხვედრაზე პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ქართველი კოლეგა სერბეთში მიიწვია, ყაველაშვილმა კი სერბი ლიდერი საქართველოში მოიპატიჟა.საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 26 სექტემბრამდე გასტანს. გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე საიუბილეო სესია 9 სექტემბერს გაიხსნა. ხოლო ზოგადი დებატები 23-დან 27-მდე და 29 სექტემბერს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295092322_0:0:2000:1501_1920x0_80_0_0_36f31ba6749d299b8928e0b038dda81d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გაერო, გაეროს გენერალური ასამბლეა, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, გაერო, გაეროს გენერალური ასამბლეა, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის პრიორიტეტებს წარადგენს
17:02 25.09.2025 (განახლებულია: 18:36 25.09.2025) გაეროს გენერალური ასამბლეის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სესია 9 სექტემბერს გაიხსნა, ხოლო ზოგადი დებატები 23-დან 27-მდე და 29 სექტემბერს გაიმართება.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნის პრიორიტეტებს გააცნობს, ასევე არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს განიხილავს, განაცხადა გაეროში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.
სახელმწიფოს მეთაური შეერთებულ შტატებში 21 სექტემბერს გაემგზავრა. მან უკვე მიიღო მონაწილეობა გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა ღონისძიებაში, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებაში.
„საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო საზოგადოებას გააცნობს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, გაუზიარებს იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს აქვს და ასევე მიღწევებს, რომლებიც საქართველოს ჰქონდა გამოწვევებით სავსე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე ეკონომიკური წინსვლის მიმართულებით“, - განაცხადა ბაქრაძემ.
დღესვე გაიმართება შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელიც, დიპლომატის თქმით, ყოველთვის ძალიან აფასებს საქართველოს ერთგულებას გაეროს პრინციპების მიმართ.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. ერთი დღით ადრე იგი სლოვაკეთის პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინის შეხვდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი სფეროები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს.
ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმხრივი კავშირები ხალხებს შორის ტრადიციულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების პატივისცემას ეფუძნება. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ეკონომიკური კავშირებისა და ინდუსტრიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა.
ყაველაშვილი ასევე შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს.
„შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ. ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე“, - დაწერა ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ქართველი კოლეგა სერბეთში მიიწვია, ყაველაშვილმა კი სერბი ლიდერი საქართველოში მოიპატიჟა.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 26 სექტემბრამდე გასტანს. გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე საიუბილეო სესია 9 სექტემბერს გაიხსნა. ხოლო ზოგადი დებატები 23-დან 27-მდე და 29 სექტემბერს გაიმართება.