საქართველო პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგა

© Georgian National Tourism AdministrationIFTM Top Resa
IFTM Top Resa - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2025
გამოწერა
IFTM Top Resa მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ღონისძიებაა, აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa მონაწილეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსოფლიოში ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე კერძო სექტორის 10-მდე კომპანია.
საქართველოს სტენდზე გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის: სამთო, საზღვაო, გამაჯანსაღებელ კურორტებს, სათავგადასავლო ტურიზმს, კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე ღვინისა და კულინარიულ ტურიზმს.
გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საფრანგეთის წამყვან ტუროპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან.
„შეხვედრების მთავარი მიზანია ფრანგულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
IFTM Top Resa მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ღონისძიებაა. გამოფენაში 100-ზე მეტი ქვეყნის 1.400-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, სტუმრების რაოდენობა კი 30 ათასს აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0