https://sputnik-georgia.com/20250925/nika-laliasvilma-ungretis-prezidents-rwmunebata-sigelebi-gadasca-295096036.html
ნიკოლოზ ლალიაშვილმა უნგრეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ნიკოლოზ ლალიაშვილმა უნგრეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ლალიაშვილი ბუდაპეშტში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. 25.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-25T20:20+0400
2025-09-25T20:20+0400
2025-09-25T20:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
უნგრეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274213726_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_920f2e09144924416a4ce9836056a110.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა უნგრეთის პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს რწმუნებათა სიგელები გადასცა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. რწმუნებათა სიგელების გაცდაცემის საზეიმო ცერემონიალი 23 სექტემბერს, შანდორის სასახლეში გაიმართა. საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში საქართველოს ელჩსა და უნგრეთის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრის შემდეგ ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა პრეზიდენტის სასახლის სტუმართა წიგნში. ცერემონია დასრულდა გმირთა მოედანზე, სადაც საქართველოს ელჩმა გვირგვინით შეამკო უნგრელ გმირთა მემორიალი. ნიკოლოზ ლალიაშვილი უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. ის მანამდე იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ყაზახეთის რესპუბლიკაში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში, ის აგრეთვე იყო პარლამენტის წევრი. საქართველო და უნგრეთი საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ. პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274213726_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0b104336f02594959022b7d79d011b5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018
ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018
ნიკოლოზ ლალიაშვილმა უნგრეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ნიკოლოზ ლალიაშვილი ბუდაპეშტში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა უნგრეთის პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს რწმუნებათა სიგელები გადასცა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რწმუნებათა სიგელების გაცდაცემის საზეიმო ცერემონიალი 23 სექტემბერს, შანდორის სასახლეში გაიმართა.
საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში საქართველოს ელჩსა და უნგრეთის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრის შემდეგ ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა პრეზიდენტის სასახლის სტუმართა წიგნში. ცერემონია დასრულდა გმირთა მოედანზე, სადაც საქართველოს ელჩმა გვირგვინით შეამკო უნგრელ გმირთა მემორიალი.
ნიკოლოზ ლალიაშვილი უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. ის მანამდე იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ყაზახეთის რესპუბლიკაში.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში, ის აგრეთვე იყო პარლამენტის წევრი.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.