https://sputnik-georgia.com/20250925/mixedos-tavis-qveyanas-saqartvelos-mmartveli-partiis-reaqcia-zelenskis-gamosvlaze-gaerosi-295092122.html
მიხედოს თავის ქვეყანას: საქართველოს მმართველი პარტიის რეაქცია ზელენსკის გამოსვლაზე გაეროში
მიხედოს თავის ქვეყანას: საქართველოს მმართველი პარტიის რეაქცია ზელენსკის გამოსვლაზე გაეროში
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ უცხოური სადაზვერვო სამსახურები უკრაინული მაიდანის მსგავსად ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაფინანსებას ცდილობენ. 25.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-25T14:43+0400
2025-09-25T14:43+0400
2025-09-25T14:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
უკრაინა
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
გაერო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24872/30/248723063_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_38d0c9128096d226128a60e82ce55036.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მკვეთრად უპასუხეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელიც მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა.თავის გამოსვლაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ევროპამ უკვე დაკარგა საქართველო და ადამიანის უფლებებისა და ევროპული ტიპის სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებული მდგომარეობა იქ მხოლოდ უარესდება“.მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი კირცხალიამ, განცხადებას „სამარცხვინო“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკიმ „კიდევ ერთხელ გაბედა საქართველოზე ნეგატიურად საუბარი, რითაც, უპირველეს ყოვლისა, შეურაცხყოფა საკუთარ ხალხს მიაყენა“.მისი თქმით, საქართველოზე სანამ ისაუბრებს, უკრაინის პრეზიდენტი ევროკომისიის დასკვნას უნდა გაეცნოს, რომელიც ქვეყნის პროგრესს ასახავს.მსგავსი პოზიცია აქვს დეპუტატ მაია ბითაძესაც. მან თქვა, რომ ზელენსკი ისტორიაში შევა, როგორც „ყველაზე უგუნური პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინის ტერიტორიები დაკარგა“, მაშინ როდესაც საქართველო „ყველა ინდიკატორით უსწრებს უკრაინას“.„მე მას ვურჩევდი, ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ გენოფონდი შეინარჩუნოს უკრაინაში და ნუ გაწირავს თავის ერს ბოლომდე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერი გაეროს მაღალ ტრიბუნას საქართველოზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს.„თუმცა, ამ ადამიანებისგან, კონკრეტულად ზელენსკის და მისი ჯგუფის მხრიდან მთელი ამ წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი განცხადება მოგვისმენია. თუმცა, ქართული საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ამ განცხადებების შინაარსს”, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.მმართველი პარტიის გენმდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ურჩია ზელენსკის პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის პრობლემებს მიხედოს.„მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც ისინი იმყოფებიან. უკრაინელი ხალხი თვითონ მიხედავს თავის პრეზიდენტს და მთავრობასაც. ჩვენ - ქართველი ხალხი მივხედავთ ჩვენს ქვეყანას როგორმე“, - აღნიშნა კალაძემ.მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უცხოური სადაზვერვო სამსახურები უკრაინული მაიდანის მსგავსად ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაფინანსებას ცდილობენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასეთი სცენარის განვითარებას არ დაუშვებს და გარანტია მისცა, რომ აქციებზე კანონი დაცული იქნება.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24872/30/248723063_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_f266229ecfdda1de99ac652f14fdbe88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, გაერო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, გაერო
მიხედოს თავის ქვეყანას: საქართველოს მმართველი პარტიის რეაქცია ზელენსკის გამოსვლაზე გაეროში
ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ უცხოური სადაზვერვო სამსახურები უკრაინული მაიდანის მსგავსად ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაფინანსებას ცდილობენ.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მკვეთრად უპასუხეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელიც მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა.
თავის გამოსვლაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ევროპამ უკვე დაკარგა საქართველო და ადამიანის უფლებებისა და ევროპული ტიპის სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებული მდგომარეობა იქ მხოლოდ უარესდება“.
მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი კირცხალიამ, განცხადებას „სამარცხვინო“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკიმ „კიდევ ერთხელ გაბედა საქართველოზე ნეგატიურად საუბარი, რითაც, უპირველეს ყოვლისა, შეურაცხყოფა საკუთარ ხალხს მიაყენა“.
მისი თქმით, საქართველოზე სანამ ისაუბრებს, უკრაინის პრეზიდენტი ევროკომისიის დასკვნას უნდა გაეცნოს, რომელიც ქვეყნის პროგრესს ასახავს.
„ამ მარიონეტმა პირველ რიგში, სანამ გაბედავს, როგორც მისი მაღალჩინოსნები ბედავდნენ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და პირდაპირი მოწოდებები ჰქონოდათ ომი ჩართვაზე, პირველ რიგში პირი გამოირეცხოს და ისე ისაუბროს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მსგავსი პოზიცია აქვს დეპუტატ მაია ბითაძესაც. მან თქვა, რომ ზელენსკი ისტორიაში შევა, როგორც „ყველაზე უგუნური პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინის ტერიტორიები დაკარგა“, მაშინ როდესაც საქართველო „ყველა ინდიკატორით უსწრებს უკრაინას“.
„მე მას ვურჩევდი, ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ გენოფონდი შეინარჩუნოს უკრაინაში და ნუ გაწირავს თავის ერს ბოლომდე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერი გაეროს მაღალ ტრიბუნას საქართველოზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს.
„თუმცა, ამ ადამიანებისგან, კონკრეტულად ზელენსკის და მისი ჯგუფის მხრიდან მთელი ამ წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი განცხადება მოგვისმენია. თუმცა, ქართული საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ამ განცხადებების შინაარსს”, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
მმართველი პარტიის გენმდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ურჩია ზელენსკის პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის პრობლემებს მიხედოს.
„მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც ისინი იმყოფებიან. უკრაინელი ხალხი თვითონ მიხედავს თავის პრეზიდენტს და მთავრობასაც. ჩვენ - ქართველი ხალხი მივხედავთ ჩვენს ქვეყანას როგორმე“, - აღნიშნა კალაძემ.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უცხოური სადაზვერვო სამსახურები უკრაინული მაიდანის მსგავსად ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაფინანსებას ცდილობენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასეთი სცენარის განვითარებას არ დაუშვებს და გარანტია მისცა, რომ აქციებზე კანონი დაცული იქნება.