https://sputnik-georgia.com/20250925/laris-30-wlis-iubiles-safosto-marka-miezrvna-295096341.html
საქართველოში ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოუშვეს
საქართველოში ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოუშვეს
Sputnik საქართველო
მარკა ეროვნული ბანკის ინიციატივით გამოუშვეს. მისი ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა. 25.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-25T21:26+0400
2025-09-25T21:26+0400
2025-09-27T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24588/75/245887558_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_a41e2e366ec812fcfadae6dda8fc9fe6.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის მიმოქცევაში გაშვებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედმა კომისიამ, საიუბილეო მარკა გამოუშვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საიუბილეო მარკა „ქართული ფული - ეროვნული ვალუტა - 30 წელი" ეროვნული ბანკის ინიციატივით გამოუშვეს და ის საქართველოს ფოსტამ დაამზადა. მარკაზე ლარის ბანკნოტების ნიშნებია დატანილი და ეროვნული ვალუტის 30-წლიანი განვითარებას ასახავს. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 30.000 ერთეული. ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა, სადაც 1920-21 წლებში ქვეყნის პირველი ცენტრალური ბანკი - საქართველოს სახელმწიფო ბანკი ფუნქციონირებდა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ეროვნულ ბანკს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა. ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2025 წლის სექტემბრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. წელს საქართველოში ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო "თეთრი" XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24588/75/245887558_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_f0ed637ade7d9c53356af0a61695449d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოში ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოუშვეს
21:26 25.09.2025 (განახლებულია: 19:47 27.09.2025) მარკა ეროვნული ბანკის ინიციატივით გამოუშვეს. მისი ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის მიმოქცევაში გაშვებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედმა კომისიამ, საიუბილეო მარკა გამოუშვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საიუბილეო მარკა „ქართული ფული - ეროვნული ვალუტა - 30 წელი" ეროვნული ბანკის ინიციატივით გამოუშვეს და ის საქართველოს ფოსტამ დაამზადა.
მარკაზე ლარის ბანკნოტების ნიშნებია დატანილი და ეროვნული ვალუტის 30-წლიანი განვითარებას ასახავს. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 30.000 ერთეული.
„საფოსტო მარკას არ აქვს მხოლოდ ფილატელისტური დატვირთვა. საფოსტო მარკებზე აისახება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და მიღწევები. ვფიქრობ, ლარის მიმოქცევაში გაშვება, როგორც ეროვნული ვალუტის, მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ეროვნული ვალუტა, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დღეიდან დატანილია საფოსტო მარკაზეც და მას მთელი მსოფლიო ნახავს და შეაფასებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საფოსტო მარკის "ქართული ფული - ეროვნული ვალუტა - 30 წელი" პრეზენტაციაზე.
ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა, სადაც 1920-21 წლებში ქვეყნის პირველი ცენტრალური ბანკი - საქართველოს სახელმწიფო ბანკი ფუნქციონირებდა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ეროვნულ ბანკს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2025 წლის სექტემბრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით.
წელს საქართველოში ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.
სიტყვა "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო "თეთრი" XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.