კასპში კაცმა ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2025
გამოწერა
ქალს თავდაპირველად დახმარება მეზობლებმა აღმოუჩინეს.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. კასპში, ე.წ. მირიანის ბინებში კაცმა ყოფილი ცოლის დაწვა სცადა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ქალს თავდაპირველად დახმარება მეზობლებმა აღმოუჩინეს. ამ დროისთვის დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ჯგუფები არიან მობილიზებულნი.
ყველა ახალი ამბავი
0