https://sputnik-georgia.com/20250925/didi-britanetis-elci-sagareo-saqmeta-saministrosi-daibares-295088446.html
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
Sputnik საქართველო
გუშინ, 24 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე დაბარებული იყო საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. 25.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-25T11:37+0400
2025-09-25T11:37+0400
2025-09-25T13:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329186_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_f53ef821d2ba573b333c02c9d69985b9.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.საქართველოს ხელისუფლებამ ადრე ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც კრძალავს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.ელჩი საგარეო უწყების შენობაში უკვე შევიდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.გუშინ, 24 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე დაბარებული იყო საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს „ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას“.გარდა ამისა, ელჩს სთხოვეს, განემარტა, თუ რას გულისხმობდა როდესაც თავის განცხადებაში სიძულვილის ენის წაქეზებისა და დეზინფორმაციის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა.ოთხშაბათს, 25 სექტემბერს, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის წინააღმდეგ ბრალდებებს ცილისმწამებლური და უსაფუძვლო უწოდეს.„ჩვენ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის“, - აღნიშნეს საელჩოში.დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მათთვის ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან - მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან - შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329186_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_dc6edaae1c646f907bde75284c77a555.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
11:37 25.09.2025 (განახლებულია: 13:09 25.09.2025) გუშინ, 24 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე დაბარებული იყო საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ადრე ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც კრძალავს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.
ელჩი საგარეო უწყების შენობაში უკვე შევიდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გუშინ, 24 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე დაბარებული იყო საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს „ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას“.
გარდა ამისა, ელჩს სთხოვეს, განემარტა, თუ რას გულისხმობდა როდესაც თავის განცხადებაში სიძულვილის ენის წაქეზებისა და დეზინფორმაციის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა.
ოთხშაბათს, 25 სექტემბერს, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის წინააღმდეგ ბრალდებებს ცილისმწამებლური და უსაფუძვლო უწოდეს.
„ჩვენ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის“, - აღნიშნეს საელჩოში.
დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მათთვის ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან - მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან - შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება.