https://sputnik-georgia.com/20250925/dedaqalaqsi-axali-saavtobuse-xidi-asendeba-295092710.html
დედაქალაქში ახალი საავტობუსე ხიდი აშენდება
დედაქალაქში ახალი საავტობუსე ხიდი აშენდება
Sputnik საქართველო
მერიის ინფორმაციით, თბილისში სამი ახალი საბაგირო დერეფანიც მოეწყობა 25.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-25T15:57+0400
2025-09-25T15:57+0400
2025-09-25T15:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის მერია
კახა კალაძე
თბილისი დღეს
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272077984_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_9af0773e98af50be76bd495e08d9572a.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი საავტობუსე ხიდი აშენდება, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე. დღეს დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებისთვის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას გამართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიცე-მერის განმარტებით, ხიდზე 18-მეტრიანი ავტობუსები სწრაფად და შეუფერხებლად იმოძრავებენ, რაც გადაადგილების დროს შეამცირებს და ტრანსპორტის ეფექტიანობას გაზრდის. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, თბილისში 3 ახალი საბაგირო დერეფანი მოეწყობა: ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბანი, სარაჯიშვილი-ზღვისუბანი, მეტროსადგურ "სამგორისა" და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. „ამ შემთხვევაში საბაგიროს ეძლევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია. ეს სამი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით დიდი შეღავათი იქნება ადგილობრივებისთვის. ასევე აღნიშნული საბაგირო დერეფნის მოწყობა ირიბად იქნება დაკავშირებული ავტობუსების, მიკროავტობუსების გამოთავისუფლებასთან", - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ. ვიცე-მერმა პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა დედაქალაქისთვის ტრამვაის ახალი ხაზის მშენებლობის მნიშვნელობაზეც. „ტრამვაი ბრუნდება. ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია. ტრამვაის ახალი ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან" დააკავშირებს. ერთი მხრივ, ტრამვაი ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მეორე მხრივ, დიდი დიღომი არის რაიონი, საიდანაც ტრანსპორტითა თუ ავტომობილებით ადამიანების გადაადგილების სიხშირე ძალიან მაღალია", - აღნიშნა ტყემალაძემ. პრეზენტაციაზე გიორგი ტყემალაძემ თბილისის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შედეგებსა და გაფართოვებაზცე ისაუბრა, ასევე პრეზენტაცია რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნების, ავტოფარეხებისა და ლიფტების ჩანაცვლების პროექტებს მოიცავდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272077984_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4c25223c707906496436739619067b5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისის მერია, კახა კალაძე , თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისის მერია, კახა კალაძე , თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
დედაქალაქში ახალი საავტობუსე ხიდი აშენდება
მერიის ინფორმაციით, თბილისში სამი ახალი საბაგირო დერეფანიც მოეწყობა
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი საავტობუსე ხიდი აშენდება, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე.
დღეს დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებისთვის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას გამართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიცე-მერის განმარტებით, ხიდზე 18-მეტრიანი ავტობუსები სწრაფად და შეუფერხებლად იმოძრავებენ, რაც გადაადგილების დროს შეამცირებს და ტრანსპორტის ეფექტიანობას გაზრდის.
„პრობლემა არის ამ არეალების ერთმანეთთან დაკავშირება. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება ძალიან პრობლემურია. პროექტის განხორციელების შედეგად, საავტობუსე ხიდი უზრუნველყოფს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს ყველაზე დატვირთულ უბნებს შორის კავშირს კომფორტულად 18-მეტრიანი ავტობუსების მეშვეობით", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, თბილისში 3 ახალი საბაგირო დერეფანი მოეწყობა: ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბანი, სარაჯიშვილი-ზღვისუბანი, მეტროსადგურ "სამგორისა" და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა.
„ამ შემთხვევაში საბაგიროს ეძლევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია. ეს სამი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით დიდი შეღავათი იქნება ადგილობრივებისთვის. ასევე აღნიშნული საბაგირო დერეფნის მოწყობა ირიბად იქნება დაკავშირებული ავტობუსების, მიკროავტობუსების გამოთავისუფლებასთან", - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
ვიცე-მერმა პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა დედაქალაქისთვის ტრამვაის ახალი ხაზის მშენებლობის მნიშვნელობაზეც.
„ტრამვაი ბრუნდება. ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია. ტრამვაის ახალი ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან" დააკავშირებს. ერთი მხრივ, ტრამვაი ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მეორე მხრივ, დიდი დიღომი არის რაიონი, საიდანაც ტრანსპორტითა თუ ავტომობილებით ადამიანების გადაადგილების სიხშირე ძალიან მაღალია", - აღნიშნა ტყემალაძემ.
პრეზენტაციაზე გიორგი ტყემალაძემ თბილისის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შედეგებსა და გაფართოვებაზცე ისაუბრა, ასევე პრეზენტაცია რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნების, ავტოფარეხებისა და ლიფტების ჩანაცვლების პროექტებს მოიცავდა.