https://sputnik-georgia.com/20250925/boworisvili-gaeros-samiti-mgradi-ganvitarebistvis-gardamtexi-momenti-unda-gaxdes-295094853.html
ბოჭორიშვილი: გაეროს სამიტი მდგრადი განვითარებისთვის გარდამტეხი მომენტი უნდა გახდეს
ბოჭორიშვილი: გაეროს სამიტი მდგრადი განვითარებისთვის გარდამტეხი მომენტი უნდა გახდეს
Sputnik საქართველო
მინისტრმა განაცხადა, რომ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს ზრდას და ახორციელებს ინვესტიციებს ენერგეტიკაში, გაციფრულებაში და ინფრასტრუქტურაში, და ამით... 25.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-25T17:54+0400
2025-09-25T17:54+0400
2025-09-25T17:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
გაერო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091209_0:184:1772:1181_1920x0_80_0_0_d45d56263e6fe83c054fb8b90bbf4131.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა მდგრადი, ინკლუზიური და სიცოცხლისუნარიანი გლობალური ეკონომიკის სამიტზე, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება და განვითარების დაფინანსების ვალდებულებების შესრულებას ეძღვნება.თავის გამოსვლაში საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს შეხვედრის ორგანიზებისთვის და ისაუბრა სამიტის მნიშვნელობაზე, რომელიც „წარმოადგენს დროულ და უაღრესად მნიშვნელოვან პლატფორმას მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების კუთხით ჩვენ მიერ ერთობლივად მიღწეული პროგრესის შესაფასებლად და განვითარების დაფინანსების მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის შედეგების გასაანალიზებლად“.ბოჭორიშვილის თქმით, გაერო-ს ქარტიის ხელმოწერიდან 80 წლისთავი მზარდი გლობალური გამოწვევების ფონზე აღინიშნება – იქნება ეს გაჭიანურებული კონფლიქტები და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები, თუ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები, ეკონომიკური უთანასწორობა და კლიმატური კრიზისის შედეგები. მან აღნიშნა, რომ ეს ფაქტორები არა მხოლოდ აბათილებს ათწლეულების განმავლობაში განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, არამედ გლობალურ ფინანსურ სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ სისუსტეებსაც ააშკარავებს.მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სრულად ერთგულია ამ ხედვის. რეგიონში არსებული გაურკვევლობისა და გარე შოკების მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, ხოლო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9,7%-ით გაიზარდა. ჩვენი ეკონომიკა მდგრადია და ხასიათდება დინამიური ზრდით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და მშენებლობა, რაც ხელს უწყობს ინკლუზიური, მდგრადი აღდგენის პროცესს.ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო რესურსები გრძელვადიანი ეროვნული და რეგიონული პრიორიტეტების შესრულებას ხმარდება: კერძოდ, ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის სექტორში – კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განსამტკიცებლად, დაჩქარებულად წარვმართავთ ციფრულ ტრანსფორმაციას დაკავშირებადობის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სახელმწიფო სერვისების გასაუმჯობესებლად; ვავითარებთ ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ევროპასა და აზიას შორის კავშირის გასაძლიერებლად.„ეს პროექტები არა მხოლოდ გაამყარებს საქართველოს ეკონომიკურ ფუნდამენტს, არამედ ხელს შეუწყობს შუა დერეფნის უფრო მასშტაბურ ტრანსფორმაციას კონკურენტუნარიან, უსაფრთხო და მდგრად მარშრუტად, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ვაჭრობის განვითარებას, ისე ენერგორესურსების ტრანსპორტირებას“, - აღნიშნა მინისტრმა.მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ამაყობს თავისი ღია ვაჭრობის ჰაბის როლით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული 16 შეთანხმება საქართველოს უხსნის ევროკავშირის, ჩინეთის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, გაერთიანებული სამეფოსა და დსთ-ის ქვეყნების ბაზრებს, რომლებიც 2,3 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ყველა ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების მიუხედავად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091209_0:18:1772:1347_1920x0_80_0_0_785bff6b8d41875aae0d35a02b631ec4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გაერო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გაერო
ბოჭორიშვილი: გაეროს სამიტი მდგრადი განვითარებისთვის გარდამტეხი მომენტი უნდა გახდეს
მინისტრმა განაცხადა, რომ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს ზრდას და ახორციელებს ინვესტიციებს ენერგეტიკაში, გაციფრულებაში და ინფრასტრუქტურაში, და ამით აძლიერებს სავაჭრო ჰაბის როლს, რომელსაც წვდომა აქვს 2,3 მილიარდი მომხმარებლის ბაზრებზე.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა მდგრადი, ინკლუზიური და სიცოცხლისუნარიანი გლობალური ეკონომიკის სამიტზე, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება და განვითარების დაფინანსების ვალდებულებების შესრულებას ეძღვნება.
თავის გამოსვლაში საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს შეხვედრის ორგანიზებისთვის და ისაუბრა სამიტის მნიშვნელობაზე, რომელიც „წარმოადგენს დროულ და უაღრესად მნიშვნელოვან პლატფორმას მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების კუთხით ჩვენ მიერ ერთობლივად მიღწეული პროგრესის შესაფასებლად და განვითარების დაფინანსების მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის შედეგების გასაანალიზებლად“.
ბოჭორიშვილის თქმით, გაერო-ს ქარტიის ხელმოწერიდან 80 წლისთავი მზარდი გლობალური გამოწვევების ფონზე აღინიშნება – იქნება ეს გაჭიანურებული კონფლიქტები და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები, თუ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები, ეკონომიკური უთანასწორობა და კლიმატური კრიზისის შედეგები. მან აღნიშნა, რომ ეს ფაქტორები არა მხოლოდ აბათილებს ათწლეულების განმავლობაში განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, არამედ გლობალურ ფინანსურ სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ სისუსტეებსაც ააშკარავებს.
„ეს სამიტი გარდამტეხ მომენტად უნდა იქცეს, მან უნდა განამტკიცოს ჩვენი გადაწყვეტილება „მომავლის პაქტის“ განხორციელებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს სამართლიანი, მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი რესურსების, პოლიტიკური ნებისა და თანამშრომლობის მობილიზება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სრულად ერთგულია ამ ხედვის. რეგიონში არსებული გაურკვევლობისა და გარე შოკების მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, ხოლო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9,7%-ით გაიზარდა. ჩვენი ეკონომიკა მდგრადია და ხასიათდება დინამიური ზრდით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და მშენებლობა, რაც ხელს უწყობს ინკლუზიური, მდგრადი აღდგენის პროცესს.
ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო რესურსები გრძელვადიანი ეროვნული და რეგიონული პრიორიტეტების შესრულებას ხმარდება: კერძოდ, ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის სექტორში – კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განსამტკიცებლად, დაჩქარებულად წარვმართავთ ციფრულ ტრანსფორმაციას დაკავშირებადობის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სახელმწიფო სერვისების გასაუმჯობესებლად; ვავითარებთ ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ევროპასა და აზიას შორის კავშირის გასაძლიერებლად.
„ეს პროექტები არა მხოლოდ გაამყარებს საქართველოს ეკონომიკურ ფუნდამენტს, არამედ ხელს შეუწყობს შუა დერეფნის უფრო მასშტაბურ ტრანსფორმაციას კონკურენტუნარიან, უსაფრთხო და მდგრად მარშრუტად, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ვაჭრობის განვითარებას, ისე ენერგორესურსების ტრანსპორტირებას“, - აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ამაყობს თავისი ღია ვაჭრობის ჰაბის როლით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული 16 შეთანხმება საქართველოს უხსნის ევროკავშირის, ჩინეთის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, გაერთიანებული სამეფოსა და დსთ-ის ქვეყნების ბაზრებს, რომლებიც 2,3 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ყველა ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების მიუხედავად.