მომავალი წლიდან ვეტერინარებს შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე მუშაობა აეკრძალებათ

© Depositphotos.com / NataliMisვეტერინარი
ვეტერინარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2025
გამოწერა
ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად პირმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოს.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვეტერინარების სერტიფიცირებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის №288 დადგენილება „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.
„ვეტერინარის საქმიანობის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტის ვეტერინარული სერვისების მიწოდებას, მოქალაქეებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთას, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სერტიფიკატის მისაღებად პირი ვალდებულია, მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ დიპლომი, ვეტერინარის სერტიფიკატი ან შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2026 წლის იანვრამდე სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2030 წლის 1-ველ იანვრამდე განისაზღვრება.
წესი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროგრამების/პროექტების (რომლებიც უშუალოდ არ ეწევიან ვეტერინარულ პრაქტიკას) ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0