https://sputnik-georgia.com/20250924/tbilisis-mers-axali-moadgile-hyavs-295082164.html
თბილისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს
თბილისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს
Sputnik საქართველო
ამ დრომდე კახა აბულაძე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. 24.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-24T20:00+0400
2025-09-24T20:00+0400
2025-09-24T20:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა. 2023 წლის ოქტომბრიდან ამ დრომდე კახა აბულაძე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. თბილისის მერმა აბულაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში, არაერთი წარმატებული პროგრამის განხორციელებაში აქვს წვლილი შეტანილი. კახა აბულაძე მედიცინის დოქტორია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მანამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, ასევე თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. თბილისის მერს ამჟამად 4 მოადგილე ჰყავს - ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია და კახა აბულაძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს
ამ დრომდე კახა აბულაძე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა.
2023 წლის ოქტომბრიდან ამ დრომდე კახა აბულაძე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
თბილისის მერმა აბულაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში, არაერთი წარმატებული პროგრამის განხორციელებაში აქვს წვლილი შეტანილი.
„დიდია მისი წვლილი დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღების განვითარების, განხორციელებული წარმატებული პროექტებისა თუ პროგრამების მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებს აწ უკვე მერის მოადგილის პოსტზე“, – განაცხადა კალაძემ.
კახა აბულაძე მედიცინის დოქტორია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.
მანამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, ასევე თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.
თბილისის მერს ამჟამად 4 მოადგილე ჰყავს - ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია და კახა აბულაძე.