https://sputnik-georgia.com/20250924/putsalis-nakrebi-evropis-chempionatze-itamashebs-295067008.html
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩი ანგარიშით 3:5 დათმო, თუმცა, ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 7:6... 24.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-24T11:24+0400
2025-09-24T11:24+0400
2025-09-24T11:24+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0a/251424264_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_017a68b0d51c70cd49d7c66dcd403eca.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩი ანგარიშით 3:5 დათმო, თუმცა, ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 7:6 გაიმარჯვა და „ევრო 2026"-ის საგზური მოიპოვა.პირველი შეხვედრა ავთანდილ ასათიანის გუნდმა ანგარიშით 4:1 მოიგო, რაც საკმაო უპირატესობა იყო. ბრატისლავაში გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა პირველი ტაიმი (2:1) მოიგეს. ტომაშ დრაჰოვსკის დუბლს (6, 17) ფუტსალის ნაკრებმა გიორგი ჩიმაკაძის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა წონასწორობის აღდგენის შანსი მიიღო, მაგრამ გიორგი ღავთაძემ პენალტი (26 წუთზე) ვერ გამოიყენა, სლოვაკებმა კი მარეკ ბელანიკის დარტყმით (27) მესამე გოლი გაიტანეს.მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა 31-ე წუთზე არჩილ სეფისკვერაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ირაკლი თოდუამ კი მე-100 სანაკრებო შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა – 3:3.სლოვაკები ვაბანკზე წავიდნენ და პატრიკ ზაჩოვიჩმა და სებასტიან ბაჩომ მასპინძლები ისევ წინ გაიყვანეს. მაგრამ ასათიანის გუნდმა მასპინძლებისა და მსაჯების ზეწოლას გაუძლო და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0a/251424264_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f58e8465dc27054a29fc4ea4c31e0d1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩი ანგარიშით 3:5 დათმო, თუმცა, ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 7:6 გაიმარჯვა და „ევრო 2026"-ის საგზური მოიპოვა.
პირველი შეხვედრა ავთანდილ ასათიანის გუნდმა ანგარიშით 4:1 მოიგო, რაც საკმაო უპირატესობა იყო. ბრატისლავაში გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა პირველი ტაიმი (2:1) მოიგეს. ტომაშ დრაჰოვსკის დუბლს (6, 17) ფუტსალის ნაკრებმა გიორგი ჩიმაკაძის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა წონასწორობის აღდგენის შანსი მიიღო, მაგრამ გიორგი ღავთაძემ პენალტი (26 წუთზე) ვერ გამოიყენა, სლოვაკებმა კი მარეკ ბელანიკის დარტყმით (27) მესამე გოლი გაიტანეს.
მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა 31-ე წუთზე არჩილ სეფისკვერაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ირაკლი თოდუამ კი მე-100 სანაკრებო შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა – 3:3.
სლოვაკები ვაბანკზე წავიდნენ და პატრიკ ზაჩოვიჩმა და სებასტიან ბაჩომ მასპინძლები ისევ წინ გაიყვანეს. მაგრამ ასათიანის გუნდმა მასპინძლებისა და მსაჯების ზეწოლას გაუძლო და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.