ლოტკინზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა: დაშავდა ერთი ადამიანი

© video: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2025
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა, ლოტკინის დასახლებაში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სსკ-ის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0