https://sputnik-georgia.com/20250924/kaladze-tbilisshi-metros-ori-axali-sadguri-ashendeba-295086165.html
კალაძე: თბილისში მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება
კალაძე: თბილისში მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება
Sputnik საქართველო
ახალი პროექტი ვარკეთილისა და გლდანის რაიონებს შეეხება. 24.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-24T20:47+0400
2025-09-24T20:47+0400
2025-09-24T20:47+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250832501_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_548c4ddb2ecc37d0069b49dc2fc275d2.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს პირველი ხაზი ორი სადგურით - თითოეული მიმართულებით თითო სადგურით - გაფართოვდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.აგვისტოს ბოლოს თბილისის მერიამ განცხადება გააკეთა პროექტზე სამუშაოების დაწყების შესახებ, რომელიც დედაქალაქის ყველაზე დატვირთულ მეტროს სადგურებში - „მარჯანიშვილი" და „ახმეტელის თეატრი" - მეორე, დამატებითი გასასვლელების დამონტაჟებას ითვალისწინებს.ვარკეთილის მიმართულებით მეტროს პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე სულ 1,2 კმ იქნება. ახალი სადგური დილის პიკის საათში 4,5 ათასამდე მგზავრს მოემსახურება.კალაძის თქმით, „ჰუალინგის" სავაჭრო ცენტრიდან ვარკეთილის სადგურამდე მინიმალური დღიური მგზავრთნაკადი 66 ათასი ადამიანია, რომელთა ნაწილს ახალი სადგურით გადაადგილება და მისი გამოყენება შეეძლება.რაც შეეხება მიმართულებას ქალაქის მეორე ბოლომდე - გლდანამდე - იგი 1,1 კმ-ით დაგრძელდება. დილის პიკის საათში ახალი სადგური 5,5 ათასამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს.„უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, „ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4,460 მგზავრით, ხოლო, ზოგადად, გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 11 ათასი ადამიანით მოიმატებს", - აღნიშნა კალაძემ.აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომლებსაც „სადგურის მოედნამდე" მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა, ამასთან შემცირდება მათი მგზავრობის დრო თითქმის 20 წუთით.„მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურებთან, ისედაც დატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან", - განაცხადა კალაძემ.დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის (16) და საბურთალოს (7) ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250832501_72:0:1207:851_1920x0_80_0_0_17e1f5b0cb7e850c9285df57982bb685.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: თბილისში მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება
ახალი პროექტი ვარკეთილისა და გლდანის რაიონებს შეეხება.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს პირველი ხაზი ორი სადგურით - თითოეული მიმართულებით თითო სადგურით - გაფართოვდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
აგვისტოს ბოლოს თბილისის მერიამ განცხადება გააკეთა პროექტზე სამუშაოების დაწყების შესახებ, რომელიც დედაქალაქის ყველაზე დატვირთულ მეტროს სადგურებში - „მარჯანიშვილი" და „ახმეტელის თეატრი" - მეორე, დამატებითი გასასვლელების დამონტაჟებას ითვალისწინებს.
„ახალი პროექტი განხორციელდება როგორც „ახმეტელის", ისე „ვარკეთილის" მეტროსადგურზე, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ვარკეთილის მიმართულებით მეტროს პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე სულ 1,2 კმ იქნება. ახალი სადგური დილის პიკის საათში 4,5 ათასამდე მგზავრს მოემსახურება.
კალაძის თქმით, „ჰუალინგის" სავაჭრო ცენტრიდან ვარკეთილის სადგურამდე მინიმალური დღიური მგზავრთნაკადი 66 ათასი ადამიანია, რომელთა ნაწილს ახალი სადგურით გადაადგილება და მისი გამოყენება შეეძლება.
რაც შეეხება მიმართულებას ქალაქის მეორე ბოლომდე - გლდანამდე - იგი 1,1 კმ-ით დაგრძელდება. დილის პიკის საათში ახალი სადგური 5,5 ათასამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
„უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, „ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4,460 მგზავრით, ხოლო, ზოგადად, გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 11 ათასი ადამიანით მოიმატებს", - აღნიშნა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომლებსაც „სადგურის მოედნამდე" მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა, ამასთან შემცირდება მათი მგზავრობის დრო თითქმის 20 წუთით.
„მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურებთან, ისედაც დატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან", - განაცხადა კალაძემ.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის (16) და საბურთალოს (7) ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.